რატომ მოაქვს სამფერა კატას ბედნიერება?
რატომ მოაქვს სამფერა კატას ბედნიერება?
“ბედნიერი” კატის ცხვირ-პირი, როგორც წესი, სამი კონტრასტული ფერითაა შეფერილი: თეთრი, შავი და წითური.

თეთრი ფერი პირველადი სისპეტაკის, სიხალასისა და სიმშვიდის სიმბოლოა, შავი ბეწვი ყოველთვის დამცველად ითვლებოდა, რომელიც უწმინდურ ძალას განდევნიდა და ბოროტ ძალებს ებრძოდა. წითურ ფერს სიხარული და ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, ავადმყოფი ადამიანების გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

როდესაც ეს სამი მძლავრი შეფერილობა ერთ ცხოველში ერთიანდება, ყოველის ძალა ბევრად იმატებს. სწორედ ამიტომ კატებს მაგიურ უნარს აწერენ და მათ მეტად აფასებენ.


რას უნდა ველოდოთ კატებისგან?

ყოველ ერში, ყოველ სპეციალობაში და უბრალოდ, ყოველ სახლში
თავისებურად ესმით “ბედნიერება”. თითოეულ ადამიანს თავისი ბედნიერება აქვს, ამიტომ ნიშნებიც, თუ რა მოაქვს ადამიანებისთვის სამფერა კატას,
უამრავი არსებობს.

იაპონურ კულტურაში ძალიან მაღლა აყენებენ სტუმართმოყვარეობას და თვლიან, რომ ამ თვისებას ოჯახში აყვავება და კეთილდღეობა მოაქვს. ისინი ცდილობენ სტუმარს ყველა წესის მიხედვით შეხვდნენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩვეულება ისაა, რომ სახლში შესული იაპონელები სამფერა კატის პატარა ქანდაკებას დგამენ. ქანდაკებას წინა თათი მაღლა აქვს აწეული.
თუ ფაიფურის სამფერა კატას მარჯვენა წინა თათი აქვს მაღლა აწეული, ამ ფიგურას კერძო სახლში დგამენ იმისთვის, რომ მოიზიდოს ფული და წარმატება, თუ მას მარცხენა წინა თათი აქვს მაღლა აწეული, ფიგურას დგამენ რესტორნის, მაღაზიის, კაფისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულების კარში იმისთვის, რომ შეძლებული კლიენტები მიიზიდონ.

მუსულმანები არ დგამენ ხელოვნურ კატებს, ისინი ამჯობინებენ ცოცხალი კატები აიყვანონ და ბინადრებს მოუარონ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამფერა კატა სახლს მოულოდნელი ხანძრისგან იცავს.

ინგლისში ასეთი ცხოველები იმიტომ აჰყავთ, რომ სახლში უფრო მეტი სიმყუდროვე და სითბო იყოს. დამკვიდრდეს ჰარმონია და ოჯახის ყველა წევრი თავს დაცულად გრძნობდეს.


საინტერესო ფაქტები სამფერა კატაზე

სამფერა შეფერილობა კატებში საკმაოდ იშვიათია. თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, 3 000 კატაზე მხოლოდ ერთი სამფერაბეწვიანი კატა მოდის. თავად კატებისთვის იშვიათ შეფერილობას ბედნიერება არ მოქვს, პირიქითაც კი, ასეთი ხვადები ყოველთვის უნაყოფოები არიან.

სამფერა კატებს ძალიან აფასებენ მეზღვაურები და მეთევზეები.

ყოველი გასვლისას თან მიჰყავთ ასეთი თანამგზავრი იმიტომ, რომ გემი დაიფაროს შტორმისგან თუ სხვა უბედურებებისგან. ამ წესს თავისი შეგნებული ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ ასეთი შეფერილობის კატები სხვაზე უკეთ გრძნობენ ცუდი ამინდის მოახლოებას. ისინი იშვიათად იცვლიან თავის ქცევებს და ადამიანები მაშინვე ხვდებიან მოახლოებულ საშიშროებას.


რომელი კატა მოგიტანთ ოჯახში მეტ სიკეთეს?

როდესაც საკითხი შინაური კატის არჩევაზე დგას, მის ბეწვს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხალხური წესებით წითურ ფისოს სახლში სიმდიდრე მოაქვს, თეთრს - ოჯახური კეთილდღეობა, ჰარმონია მეუღლეებს შორის, შავი - ოჯახს ყველანაირი სიცივისგან იცავს. თუ ყველა ეს სიკეთე თქვენთვის ერთნაირად მნიშნელოვანია, მაშ, ჯობს, პირდაპირ სამივე ფერის ცხოველი მიიყვანოთ სახლში, ან - ერთი სამფერა კნუტი.


მომავლის ამოცნობა კატების ქცევის მიხედვით

კატას მოხვეულს სძინავს - ახლოვდება სიცივე.
კუდი განსაკუთრებით აუფუმფულდა - მალე ძლიერი ქარიშხალი იქნება.
კატა სხვას მიეკედლა - სიკეთის ნიშანია.
წესებმა რომ იმუშაოს, გზაზე 3 ცალი თეთრი (მონეტა, ფული, ხურდა) გაიტანეთ და დატოვეთ. ეს თავისებური გამოსასყიდია იმ ბედნიერებისა და კეთილდღეობისა, რომელიც თქვენს ოჯახში ახალ ბინადართან ერთად მოვიდა.
თუ მარტოხელა ქალმა კატა იყოლია, გათხოვება გაუჭირდება.

თუ გიყვართ კატები, მაშინ ამ ნიშნებსა და ცრურწმენას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება.


სიკეთის უნდა გჯეროდეთ, პოზიტიური და კარგი დაუკავშიროთ თქვენი ბინადრის შეფერილობას და მაშინ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის მეტი წარმატება და წინსვლა იქნება.
ტეგები
ნანა
კატუნია არის ღმერთის შექმნილი ერთ-ერთი ულამაზესი, დახვეწილი და უსაყვარლესი ცხოველი, ყველა სილამაზე ერთ არსებაში ასე იყოს თავმოყრილი,არ ვიცი რა.
რუსიკო
ცხოველი თითქმის ყველა მიყვარს , მაგრამ კატა განსაკუთრებით, სამფერა კატაც მყავს , შავიც და ეგვიპტური ჯიშის კატაც, ძალიან საყვარლები, ჭკვიანები და ეშმაკები არიან რა თქმა უნდა, ისინი გრძნობენ ჩემს სიყვარულს, სიმართლე გითხრათ ჯერ ჩემს ცხოველებს ვაპურებ და შემდეგ მივირთმევთ. ვისაც კატა არ უყვარს ის ადამიანი არც მე მიყვარს.
მარი
არ მეგულება კატა, რომელსაც სიკეთის მოტანა არ შეუძლია ადამიანისათვის. ეს ულამაზესი არსებები სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ქმნიან სახლში.
ზვიადი-ს
წინა თათი :)
fiso-gori
ყველა კატას ბედნიერება მოაქვს პატრონისთვის, მთავარია მან იგრძნოს გულწრფელი სიყვარული!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?