ღრმად მოხუცებულ ბაბუას სიცოცხლის აზრი ერთმა წითურმა კნუტმა დაუბრუნა (+ფოტო)
ღრმად მოხუცებულ ბაბუას სიცოცხლის აზრი ერთმა წითურმა კნუტმა დაუბრუნა (+ფოტო)
იაპონელი აკიკო იამაგუჩი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტად მუშაობს. მისი ფსევდონიმია DuPont-ი.

ბოლო წლებში ის ხშირად უღებს ფოტოებს ბაბუამის ჯიჯის, რომელსაც ყავს წითური კატა, სახელად კინაკო. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კადრი, სინამდვილეშ. გრძნობით სავსეა.

აკიკოს ბაბუა მეორე მსოფლიო მონაწილეა. იგი ღრმა სიბერემდე არ გადიოდა პენსიაზე და მუშაობას განაგრძობდა. მაგრამ 2009 წელს მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ მუშაობა უკვე ვეღარ შეძლო. იმ დროისთვის დაქვრივდა კიდეც. ბაბუას სიცოცხლემ ყველანაირი აზრი დაკარგა. ის გულჩათხრობილი გახდა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა
კიკომ მისთვის კნუტი ეჩუქებინა, რათა ბაბუას ყოლოდა არსება, რომელსაც მოუვლიდა. თუმცა, ბაბუის ასეთ გარდასახვაზე არც კი ოცნებობდა. ჯიჯი და კინაკო განუყრელი მეგობრები გახდნენ. 94 წლის კაცმა ხელახლა ისწავლა ღიმილი.

ჯიჯისა და კინაკოს თითქმის ყოველთვის ერთად სძინავთ. ხანდახან ერთ პოზაშიც კი. ჩვეულებრივ, კატა ადრე იღვიძებს და მეგობრის ძილს დარაჯობს.

როდესაც ჯიჯი დგება, საუზმის დროც მოდის. ამის შემდეგ ყველა საქმით კავდება. საღამოს მოახლოებისთანავე ბაბუა საყვარელ საქმეს კიდებს ხელს - გაზეთებიდან ამონაჭრებს აკეთებს.

მისი ოთხფეხა მეგობარი მას ისე ეხმარება, როგორც შეუძლია, იმის იმედით, რომ რაღაც გემრიელი შეხვდება.

კატა ყოველთვის სადღაც ახლოსაა.

შვილიშვილი ამბობს, რომ როდესაც მათ უყურებს, გულში სითბო ეღვრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?