ხეზე "თოფით შეიარაღებული" კატა იჯდა. მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა...
ხეზე "თოფით შეიარაღებული" კატა იჯდა. მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა...
ნიუპორტის პოლიციაში (ორეგონის შტატი) თოფით შეიარაღებული კატის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. კატა ხეზე იჯდა.

პოლიციის თანამშრომლები გამოძახებაზე მივიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატა სულაც არ ყოფილა შეიარაღებული. თათებით კი ეჭირა ტოტი, რომელიც ძალიან გავდა ავტომატს.

მომხდარის შესახებ ანგარიში პოლიციამ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

”დილის შეტყობინება შეიარაღებულ კატაზე უსაფუძვლო აღმოჩნდა”.

ასევე, ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ცხოველი ”სიტყვიერად გააფრთხილეს” იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ადგილას არ შეიძლება იარაღის მსგავსი საგნით გამოჩენა.
auuuuu
მაგისთანას ვისაც კატა შეიარაღებული ეჩვენება და ქვეშ იფსავს კი უნდა გაუხვრიტოს მაგისთანა კატამ შუბლი.
auuuuu-ს
ქვა რომ ესროლა, მერე კატა შუბლს გაუხვრიტავდა... აბა ეგეთ რამეს შეარჩენდა? ვერ ხევად რა "ძერსკი" კატაა, დღისით მზისით ტოფით დადის!
auuuuu
ვერ გავიგე თოფით იყო კატა შეიარაღებული თუ ავტომატით? ამ ქლიავ ამერიკელს ვინც ეგ დაინახა ერთი კარგი ქვა აეღო და ესროლა(თუ ეგ იქ არ შეიძლება?) ნახავდა რა ავტომატი ან თოფი ეჭირა კატუნიას. "დურაკ"
Tbilisi
ლოოოოლ ))) აფსუს ცოტა დიდი სურათი რომ არ დევს, ახლოდან მინდა კატა ვნახო ))))
ფისო-გორი
დიდი მადლობა სტატიის ავტორს და ამ საიტის შემქმნელებს, ძალიან სახალისო იყო, გაიხარეთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?