ორმა იტალიელმა ქალბატონმა იჩხუბა იმ კატის გამო, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა
ორმა იტალიელმა ქალბატონმა იჩხუბა იმ კატის გამო, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა
ჩვეულებრივი კატა ორ ქალბატონს შორის სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა. ჩრდილოეთ იტალიის ლიგუას ოლქში სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შესახებაც გაზეთი "Il Secolo XIX"-ი იტყობინება.

გამომცემლობაში წერენ, რომ 4 წლის შინაური ბინადარი ერთ ქალბატონთან ცხოვრობდა, მაგრამ ორი წლის მანძილზე, მეორე პატრონის, მეზობელი ქალბატონის სახლში ეძინა. ამასთან, ორივე პატრონი მას ეძახდა სხვადასხვა სახელს  - “ბანტიკსა” და “ტეკილას”.

როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად და კატა თან წაიყვანა, მეორე პატონმა მას ქურდობაზე უჩივლა.
პროკურორის გადაწყვეტილებით, კარაბინიერებმა ცხოველი ახალ პატრონს ჩამოართვეს და ძველ სახლში
დააბრუნეს, თუმცა, მეორე ქალბატონმა აპელაციით უმაღლეს ინსტანციას მიმართა.

“იმის მტკიცებულება, რომ დაუჩიპავი კატა მოიპარეს, არ
არსებობს. სამედიცინო წიგნაკის გარდა, არაა აღმოჩენილი იმის დასტური, რომ ის მეორე ქალბატონს ეკუთვნის. ამიტომ კატა სავარაუდო გამტაცებელს დაუბრუნდა”, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ქალბატონები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე და შინაური ცხოველის ქურდობის საქმე შეიძლება, სამოქალაქო საქმის სახით სასამართლოში მოხვდეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?