სახლი კატის გარეშე - სახლი ბედნიერების გარეშე!
სახლი კატის გარეშე - სახლი ბედნიერების გარეშე!
მყარი სკეპტიკოსები, ცინიკოსები და პრაგმატიკოსებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ კატა არაჩვეულებრივი ცხოველია.

როგორც წესი, კატების მოყვარულები აღიარებენ, რომ მათსა და ამ ცხოველებს შორის განსაკუთრებული ემოციონალური კავშირია. კატა მკურნალობს, აწყნარებს, სახლს უბედურებას აცილებს. ძაღლისგან განსხვავებით კატა ადამიანს ირჩევს და არა ემორჩილება მას, ვისაც თვლის უფროსად.


კატის არჩევა საკმაოდ რთულია. მრავალი მომავალი პატრონი ეძებს "თავის" ცხოველს და არჩევის მერე ორიენტირებას აკეთებს შეგრძნებებსა და ცხოველის ქცევაზე მათთან პირველი შეხვედრისას.

როგორ ავარჩიოთ სწორედ ჩევნი ბინადარი ისე, რომ საერთო ცხოვრება ორივესთვის იყოს სასიამოვნო?

Zooclub

მოჩვენებებზე
მონადირენი


იმ დროს, როდესაც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ უწმინდურის არსებობისა, აჰყავდათ კატა, რომ დაეცვათ სახლი ამ
ყველაზე მავნე ქმნილებებისგან.

ძველი ეგვიპტელები, რომლებმაც კატა 10 ათასი წლის წინ მოიშინაურეს, თაყვანს სცემდნენ მას, როგორც ღვთაებას და ისეთ მისტიკურ ფუნქციებს აწერდნენ, როგორიცაა: სახლის დაცვა ნილის წყევლისგან, ბავშვების დაცვა ღამის სულისგან, ოჯახის მოფრთხილება სიკვდილი-ანუბისისგან.

წარმართულ პერიოდში თითქმის ყველა ერს, რომელსაც ჰქონდა საქმე კატასთან,  სწამდა, რომ კატას შეუძლია დაიცვას ოჯახი ბოროტებისგან, ნეიტრალიზება გაუკეთოს ბოროტებას თავად ოჯახში და ამასთან, ყველა უწმინდური დააფრთხოს კრუტუნით.

ბიოენერგეტიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველა კატას გარშემო უნიკალური ენერგეტიკული ველი აქვს, რომელიც შედის მოქმედებაში ასტრალური მატერიის ყველა სხვა ფორმით ადამიანის ენერგეტიკასთან. თუ ადამიანის ბიოველი სხეულის ზედაპირიდან 1 მეტრი მანძილით იმყოფება, კატის აურა 50-70 მეტრ რადიუსში მოქმედებს.

ეს ხსნის იმას, თუ როგორ გრძნობენ კატები რომ ადამიანი მალე დაბრუნდება სახლში და სინამდვილეში აძლევს უფლებას კატის ენერგეტიკას სახლის მთელ ტერიტორიაზე ურთიერთქმედების. ბიოენერგეტიკული დედალი კატები ძალიან განსხვავდებიან მამალი კატებისგან – დედლების ველი შედარებით მძლავრია, შესაძლებლობებიც მეტია.


ფერის ფსიქოლოგია

კუს გენი, რომელიც კნუტებს სამ და მეტი ფერებით აფერადებს, აქტივირებული აქვთ მხოლოდ დედალ კატებს. ინდოეთში სამფერა კატა ღმერთად ითვლებოდა, ხოლო ევროპაში დღემდე სწამთ, რომ ასეთ ცხოველებს წარმატება მოაქვთ. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ კატის ფერზეა დამოკიდებული პატრონის ურთიერთობა მასთან. არჩევისას კატის ფერი ასევე დიდ როლს ასრულებს.

ფსიქოლოგიურად ზოგ ადამიანს უხდება წითური კატები, ზოგს – თეთრი, სხვებს – შავი, ზოგსაც – ზოლიანი. პარაფსიქოლოგი, ცხოველთა თერაპიის სპეციალისტი ალიკ ორინი ხსნის, რომ ფერი და ცხოველის ხასიათი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, მისი თქმით, ბოლო წლებში მიღებული გახდა თეთრი ბოცვრების შეღებვა. ადამიანები ყიდულობენ "სუფთა" ცხოველებს, რომ დაუმატონ მათ ენერგეტიკა, რაც აკლია სახლს.

რამდენადაც გასაკვირია, კატები ასევე რეაგირებენ ადამიანის ფერზე. რასობრივი ცრურწმენები მათ არ აქვთ, მაგრამ შავგვრემნებთან მათი დამოკიდებულება არასოდეს იქნება ისეთივე, როგორც ქერებთან. საქმე იმაშია, რომ კატა თავისი ენერგიით უკავშირდება ადამიანის ენერგიას, მათ შორის ფერების ენერგიას და შესაბამისი ჩვენებების მიხედვით მოქმედებს.


ვირჩევთ კნუტს

თუ თქვენთვის ყველაზე კარგ კატას ირჩევთ, პირველ რიგში დაივიწყეთ ჯიში. შესაძლოა თქვენი ცხოველი სუფთა სისხლის იყოს, მაგრამ კატის ამორჩევა მხოლოდ ჯიშის მიხედვით არ ღირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან მოგწონთ ვიზუალურად.

სანამ კნუტს იყიდიდეთ გადახედეთ ქალაქში გამოქვეყნებულ განცხადებებს – იქ აუცილებლად იქნება ცხოველების გაჩუქების განყოფილება. ამ განყოფილებაში ხვდებიან მცირე თუ დიდი ასაკის ცხოველები.

როგორც წესი, უფასოდ გასაჩუქებელი ცხოველები – ეს უკვე ის კატებია, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ – მიატოვეს პატრონებმა, იპოვეს ნაგავსაყრელზე და ა.შ. ასეთი ცხოველებს ბევრად ძლიერი ენერგეტიკა აქვს, ვიდრე ახალდაბადებულ კნუტებს, ამიტომ ფოტოს მიხედვითაც მიხვდებით, რომ ეს სწორედ თქვენი ცხოველია.

თუ მოცემული განცხადებებიდან ვერც ერთი ვერ აირჩიეთ, მაშინ დროა ქალაქის საშენები და თავშესაფრები მოიაროთ. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ გინდათ თუ არა კნუტი, რომელიც მოგეწონათ, მიეცით არჩევანის უფლება თავად ცხოველს – გაატარეთ მასთან რამდენიმე ხანი, რომ კატამ თავად განახვოთ საკუთარი დამოკიდებულება თქვენდამი. ჩვეულებრივ ამას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.

დაბოლოს, თუ თქვენ უკვე აიყვანეთ ცხოველი, მოიყვანეთ სახლში, მაგრამ არაკომფორტულად იგრძნენით თავი, ჯობია დააბრუნოთ ის საშენში.

Zooclub
ამასთან, კატის სახლიდან გაგდება ოდითგანვე დიდ სისულელედ ითვლებოდა, მას ხომ თან მიაქვთ სახლის ენერგია. მაგრამ თუ კატა თავად გაიქცა იმის მიუხედავად, რომ მას კარგად ექცეოდით, შესაძლოა მან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობა აგაცილათ თავიდან.

დავუჯეროთ ამას თუ არა – თანამედროვე ადამიანის არჩევანია. ჩვენი წინაპრები წმინდად იცავდნენ ბევრ კანონს, რომელიც დღეს ჩვენ არ მიგვაჩნია სერიოზულად. თუმცა კატების შემთხვევაში მხოლოდ შეგრძნების მიხედვით ჯობია იმოქმედოთ.

მაია
მეც ასე ვფიქრობ რომ კატები განსაკუთრებული არსებები არიან, მთელი ცხოვრება კატები მყავს, ოჯახის წევრებად მიმაჩნია, ყველა ადამიანს პატივს ვცემ ვისაც კატა უყვარს :)
tamriko
მიკვარს ფისოები... 3 მკავს...მიკვარს
მარინა
ჩემი ფისო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია! (ძალიან მიყვარს ცხოველები).
tbiliseli
ვგიჟდები ფისუნიებზე. ძალიან მინდა რომ მყავდეს,თუმცა ამ წუთში არ მაქვს შესაძლებლობა (არა ფინანსური) მაგრამ აუცილებლად ავიხდენ.
ნინა
ჩემს დედამთილს უყვარს ძალიან კატები,სულ არის ჩემთან ორი ან მეტი კატა. :) ამჟამად ერთი დედალი და ერთი მამალი, ,,რიჟიკა" კატა გვყავს.დედალს ორჯერ ჰყავდა კნუტები,წამოვზარდეთ და მერე გავაჩუქეთ.ვფიქრობ,ძალიან საყვარელი ცხოველია,მართალია მე ძაღლი უფრო მიყვარს და მყავს კიდეც,მაგრამ კატები ეზოში,არანაირად არ მიშლიან ხელს და არ მაღიზიანებენ. :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?