მოწყენილი კატები პატრონის მოლოდინში
მოწყენილი კატები პატრონის მოლოდინში
ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ კატა არ არის ისეთივე თბილი და მოსიყვარულე არსება, როგორც ძაღლი. ასევე ამბობენ, რომ ძაღლი პატრონის სახლში დაბრუნებას ყოველთვის სიხარულით გამოხატავს, თუმცა ჩვენი ფოტოებიდან კარგად სჩანს, რომ არა მარტო ძაღლები, არამედ კატებიც განიცდიან პატრონის გარეშე სახლში მარტო ყოფნის რუტინას. ყველა ცხოველი ინდივიდუალურია და თავისებურად გამოხატავს სითბოსა და ერთგულებას. 

ჰკითხეთ მათ, ვისაც სახლში კატა ჰყავს, როგორ გამოხატავენ მათი ბინადრები პატრონისადმი სიყვარულს – დილით შეიძლება მოფერებით გააღვიძოს ოჯახის წევრები, დაიჭიროს თაგვი ან ჩიტი და მიუყვანოს პატრონს (ეს კატისგან ადამიანის მიმართ
დიდი პატივია, როდესაც ნანადირევი პატრონთან მიჰყავს), ან სულაც იჯდეს ფანჯრის რაფაზე და მთელი დღე მოწყენილი
ელოდოს პატრონს.

დიახ, ასეც ხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?