ყველაზე "სევდიანი კატა" მსოფლიოში(+ვიდეო)
ყველაზე "სევდიანი კატა" მსოფლიოში(+ვიდეო)
ის ადამიანი, რომელსაც დიდად არ უყვარს კატები, აუცილებლად შეჩერდება ამ ცხოველის დანახვისას და თანაგრძნობით გააყოლებს თვალს სევდიან კატას, რომელსაც ტაკერი ჰქვია. 

ამ ცხოველმა არც თუ ისე პატარა დრო გაატარა თავშესაფარში.

საბედნიეროდ ტაკერი საუკეთესო ოჯახმა აიყვანა და მას შეძლებისდაგვარად ანებივრებენ. 

კატას სახეზე გენეტიკური დეფექტი აქვს , რის შედეგადაც სახის კანი ქვევით აქვს ჩამოწეული. მისი დაავადების გამო, მისთვის განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო: კატა აუცილებლად უნდა იწვეს რბილ და ფაფუკ საწოლზე და ასევე მას უნდა ეცვას ნატურალური ქსოვილიგან დამზადებული ტანსაცმელი.

Zooclub

როდესაც ქეითმა და მ
ისმა მეუღლემ ის პირველად ნახეს ვაშინგტონის ერთ-ერთ თავშესაფარში, დაუფიქრებლად წაიყვანეს სახლში, რათა მას სჭირდებოდა სპეციალური მოვლა. ქეითს
ოჯახში, ასევ ჰყავს კატა, რომელსაც მსგავსი დაავადება სჭირს და ამ ოჯახმა უკვე იცის, როგორ უნდა მოუაროს ამ "სევდიან ცხოველს".

Zooclub

თავშესაფრის თანამშომლები განიცდიდნენ ტაკერთან განშორებას, თუმცა ძალიან გახარებულები იყვნენ, რადგან ტაკერმა საბოლოოდ იპოვა ოჯახი, სადაც ის მთელი სიცოცხლის მანძილზე, უზრუნველად და სიყვარულში გაატარებდა.

იმისდა მიუხედავად, რომ კატას თავისი ავადმყოფობის გამო გარკვეული პრობლემები აქვს, ის მაინც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ახალ ოჯახში.

იხილეთ ვიდეო

ტეგები
cici
რა ვქნა ძალიან, ძალიან კი არა არანორმალურად მიყვარს ცხოველები და თან მეცოდებიან, ასე მგონია რადგან ვერ გვესაუბრებიან, სულ რაღაც აწუხებთთქო. თავს ვერაფერს ვუხერხებ. არადა ქართველების უმეტესობა თვითონვე ექცევიან ცხოველებივით, უსულ-გულოდ. სულ მიკვირს, ვისაც არ უყვარს და თავს არ იწუხებს მათი მოვლით, რად უნდათ ცოდვას რომ იდებენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?