როცა კატა ლეო გზის პირას იპოვნეს 14 კილოგრამს იწონიდა... (+ვიდეო)
როცა კატა ლეო გზის პირას იპოვნეს 14 კილოგრამს იწონიდა... (+ვიდეო)
როცა კატა მეფე ლეო ტენესის შტატში, ნეშვილში გზის პირას იპოვეს, ის მთელ 14 კილოგრამს იწონიდა .

ლეო მძღოლმა იპოვა, რომელიც გზაზე დაშვებული საბურავის გამოსაცვლელად გაჩერდა. კაცმა ლეო ცხოველების კონტროლისა და ზრუნვის დეპარტამენტში წაიყვანა, საიდანაც კატების სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს.

ახლა ლეო ზედმეტ წონას ვეტერინარების და სარბენი ბილიკის დახმარებით ებრძვის. აბურდული ბეწვი კატას განძრევის საშუალებას რომ არ აძლევდა, გაპარსეს. მკაცრ დიეტაზე დასვეს და აიძულეს ევარჯიშა.

უზარმაზარი მუცლის გამო კი ლეო უკანა თათებსაც კი ძლივს ამოძრავებ
და. ახლა კატა სარბენ ბილიკზე რეგულარულად დარბის და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, სირბილი მოსწონს კიდეც.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?