კატა, რომელიც ტუჩის და ცვირის გარეშე დაიბადა
კატა, რომელიც ტუჩის და ცვირის გარეშე დაიბადა
არსებობს თანდაყოლილი დაავადება, როდესაც ადამიანები იბადებიან ე.წ. "მგლის ხახით", ამ დაავადებით არა მარტო ადამიანი , შეიძლება ცხოველიც დაიბადოს.



კატა სახელად ლაზარუსი, კეთილმა ადამიანმა ქუჩაში იპოვა, მას ფაქტიურად არ აქვს ცხვირი და ზედა ტუჩი.

Zooclub

ის 10 თვის იყო , გამხდარი და გასაცოდავებული გამოიყურებოდა. როდესაც ამ ადამიანმა ლაზარუსი ვეტერინართან წაიყვანა,  ვიზუალობასთან ერთად, კატას არაერთი დაავადებაც აღმოაჩნდა, თუმცა ექიმმა გადაწყვიტა მაქსიმუმი გაეკეთებინა მის გადასარჩენად, რადგან ცხოველი ძალიან მებრძოლი ბუნების სჩანდა.

ვეტერინარი დარწმუნებული იყო, რომ ლაზარუსი გადარჩებოდა.

Zooclub

მკურნალობის დასრულების შემდეგ, კატა გამოჯანმთელდა. თუ არ
ჩავთვლით მის ცხვირს და ტუჩს, სხვა მხრივ ლაზარუსი სრულიად განიკურნა. ადამიანმა, რომელმაც ის ქუჩაში იპოვა,
წაიყვანა სახლში და ლაზარუსი ბედნიერად ცხოვრობს, ერთ კატასთან და შვიდ ძაღლთან ერთად.


Zooclub

"დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ამბავი მაგალითი იყოს სხვა ადამიანებისთვისაც, ვისაც ცხოველებზე გული შესტკივა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ცხოველთა მიყვარულებიც კი არიდებენ თავს მსგავი დეფექტის მქონე არსებებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და პატრონი არ ჰყავთ. ამ პატარა ცხოველმა იმხელა სითბო და სიყვარული მაჩუქა, არასოდეს მივატოვებ და ცხოვრების ბოლომდე ჩემს გვერდით მეყოლება."- ამბობს ლაზარუსის პატრონი.

ასევე იხილეთ:

მსუქანი კატის ხელოვნება

პატარა ძაღლი სახელად რუბი

პიგი - ძაღლი, რომელიც ნახევარი ტანით დაიბადა


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?