ზოგჯერ წმინდა ჯიშისა და უჯიშო კატების შემთხვევით წყვილებიან, რის შედეგად კნუტები ორივე მშობლის ნიშნებით იბადებიან. ამ დროს შეუძლებელია ახალი თაობის გარეგნობის წინასწარ განსაზღვრა.
ეს ამერიკული რექსის უჩვეულო ჯიშია, რომელსაც პირველი წლის განმავლობაში შესამჩნევად ეცვლება გარეგნობა. არსებობენ როგორც მოკლე, ისე გრძელბეწვიანი სელკირკ რექსები. თავისებური ბეწვის მიუხედავად, მათი მოვლა ძალიან რთული არ არის.
ამ ჯიშს, მისი ზომისა და ქცევის გამო, უწყინარ გოლიათს უწოდებენ. რეგდოლს ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს, რაც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ამ თვისების გამო არ გამოუყვანიათ.
ნორვეგიული ტყის კატა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში წარმოიშვა. თავიდან ის პოპულარული იყო, როგორც ფერმის კატა. ხშირად მას უბრალოდ ვეგის უწოდებენ.
შინაური კატის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯიში _ მეინ კუნი პირველად აშშ-ში გამოიყვანეს, დღეს კი მთელ მსოფლიოში საოცარი პოპულარობით სარგებლობს როგორც შინაური ცხოველების მოყვარულთა, ისე გამოფენების მომწყობთა შორის.
ამ გრძელბეწვიან ჯიშს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ბეწვზე ფერების განაწილებით ძალზე ჰგავს ჰიმალაიურ ბოცვერს. სახელდობრ, სხეულის პერიფერიული ნაწილები, ანუ პოინტები: სახე, ყურები, ტერფები, ფეხები და კუდი _ ტანზე უფრო მუქად აქვს შეფერილი.
ეს კიდევ ერთი ჯიშია, რომლის განმასხვავებელი ნიშანია მოკლე ან საერთოდ გამქრალი კუდი. კიმრული კატა ცნობილი მენქსის ჯიშის გრძელბეწვიანი ფორმაა, თუმცა მასავით გავრცელებული არ არის.