სპარსული კატა
სპარსული კატა
კატის ჯიშებს შორის ყველაზე გრძელი ბეწვი, ალბათ, სპარსულს აქვს. მისი ბალნის ღერების საერთო სიგრძე 370 კმ-ს აღწევს!
ამ კატებისთვის აუცილებელია ყოველდღიური მოვლა-ვარცხნა, რაც სათანადო დროს მოითხოვს.


მოკლე დახასიათება

აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური მოვლა
ზოგჯერ ცხვირ-საცრემლე არხები ეკეტება
თვინიერი და დინჯი კატაა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია

ისტორია

სპარსული კატის ყოლა ადვილი არ არის, რადგან სათანადო მოვლის გარეშე გრძელი ბეწვი უცებ ეთელება და კატისთვის ძალზე მტკივნეულია ასეთი ბალნის ჩამოვარცხნა. ზოგჯერ აუცილებელი ხდება მოთელილი ბეწვის მქონე კატის
დაძინება და იმ ადგილების ამოჭრა, სადაც ბალანი და მატყლივით სქელი თივთიკი ერთმანეთზეა მიკრული. ეს განსაკუთრებით რთულია გაზაფხულზე, როდესაც ბეწვი ცვენას იწყებს. მით
უფრო, რომ ამ კატებს დღეს შედარებით ფუმფულა ბეწვი აქვთ, ვიდრე ჯიშის გამოყვანის დროს, XIX საუკუნის დასასრულს. ამჟამად სტანდარტით დაშვებულია 60-ზე მეტი შეფერილობისა და ნახატის მქონე სპარსული კატა.

სახის ფორმა

ცვლილება განიცადა ამ ჯიშის სახის პროფილმაც _ იმდენად, რომ ზოგჯერ მას ძაღლის ერთ-ერთი ჯიშის _ პეკინესის მიჭყლეტილ პროფილს ადარებენ. სამწუხაროდ, ეს საცრემლე პარკში ცრემლის დაგროვებას იწვევს. ზუსტად ქვედა ქუთუთოს შიდა ზედაპირზე, ცხვირთან ახლოს სადინარები იხსნება, სადაც ზედმეტი ცრემლი გადადის და საცრემლე პარკში გროვდება, იქიდან კი ცხვირ-საცრემლე არხით ცხვირის ღრუში გადადის. ამ არხის გადაკეტვისას ცრემლი საცრემლე პარკში, თვალთან ახლოს გუბდება, ბეწვზე გადმოდის და მოყავისფრო ლაქებს ტოვებს. ისინი აუცილებლად რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ბამბის ნოტიო ტამპონებით.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?