შავი შეფერილობის კატები
შავი შეფერილობის კატები
შავ კატებზე, სხვა შეფერილობებთან შედარებით, ყველაზე მეტი თქმულება არსებობს; ხშირად მათ მაგიურ ძალასაც მიაწერენ. პირველი კატა, რომელსაც საგამოფენო სტანდარტი მიენიჭა, სპარსული გრძელბეწვიანი შავი ინდივიდი იყო.


ისტორია

ამ შეფერილობის კატების ბეწვი მდიდრული, პრიალა და კუპრივით შავი უნდა იყოს. სპარსული გრძელბეწვიანები, პირიქით, ასეთი თვალისმომჭრელად შავი შეფერილობის არ არიან, რადგან მათი ბეწვი დაწოლილი არ არის, თანაც სქელი თივთიკი აქვთ. ინტენსიური შავი შეფერილობა შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია ამინდზე. შავ კატებს, რომლებიც გარეთ დიდხანს არიან, ხშირად ჟანგისფერი ედებათ, განსაკუთრებით ზურგსა და გვერდებზე, რადგან მზის კაშკაშა
სინათლე ბეწვს ახუნებს. ეს მოვლენა დროებითია _ უახლოესი განგურის შემდეგ ნორმალური შეფერილობა აღდგება.

ჯიშიანი თუ
უჯიშო

ჯიშიანი კატების ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი შეფერილობაა. შავ კატას, რომელ წმინდა ჯიშსაც უნდა ეკუთვნოდეს, ბეწვზე თეთრი უბნები არ უნდა ჰქონდეს. უჯიშო კატებში ასეთი რამ თითქმის არ გვხვდება _ მათ ბეწვზე აქა-იქ უწესრიგოდ გაფანტულია თეთრი ბალანი, ზოგჯერ დიდრონი თეთრი უბნებიც გვხვდება. ძაღლებისგან განსხვავებით, კატებს დაბერებისას ჭაღარა არ ეტყობათ და მათ ასაკს ამის მიხედვით ვერ განსაზღვრავთ.

Dito
ცუცქნა ერქვა
Dito
ერთი გააჩინა ჩემმა კატამ ის მოკვდა და ლეღვის ხესთან დავმარხეთ :(
Dito
მეც მასეთი მყავს არაფერი არ ეტყობა სულ შავია თვალებიც მაგ ფერი აქვს თავის დედა შავ თეთრია და შავს ლილი ჰქვია
Dito
მეც მასეთი მყავს არაფერი არ ეტყობა სულ შავია თვალებიც მაგ ფერი აქვს თავის დედა შავ თეთრია და შავს ლილი ჰქვია
ლიკა
მე მყავს კატა სულ შავია, ერთ თეთრ ლაქას ვერ უპოვით, ჩემი ახლობლები მას პანტერასაც კი ეძახიან, მამალია და ბუსა ჰქვია. :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?