ბაცი კალიკო
ბაცი კალიკო
მისი მეორე სახელია ცისფერ-კრემისფერი კუსფერი თეთრით. შეფერილობის ეს ტიპი მემკვიდრული ნიშანია და ყოველთვის ძუ კატებში ვლინდება. ხვადი იშვიათი ქრომოსომული ანომალიის შედეგად ჩნდება და, როგორც წესი, უნაყოფოა.


ისტორია

ეს კატები ყველაზე მეტად გამოირჩევიან ბეწვის უნიკალური ნახატით; სხვა სიტყვებით _ ორი ერთნაირი ნახატის მქონე კნუტი ერთ ნაყარშიც და წმინდა ხაზებშიც კი არ გვხვდება. კალიკოს ფერებია კრემისფერი და ცისფერი, ამიტომაც ზოგჯერ მას უწოდებენ ბაც კუსფერს თეთრით. ეს იმიტომ, რომ კუსფერი კატების ტრადიციული ფერები წითური და შავია, კრემისფერი და ცისფერი კი მათი შესაბამისი ბაცი
ფორმებია. სხვა კუსფერი კატებივით მათაც ბუნებით მეგობრულ კომპანიონებად და მზრუნველ დედებად იცნობენ. გრძელბეწვიანი კუსფერი ყველაზე
ლამაზად ზამთარში გამოიყურება, როდესაც ბეწვი განსაკუთრებით ფუმფულა აქვს, კისრის გარშემო კი გრძელი ბალანი ამშვენებს.

გამოფენა

ბეწვის ნახატის ფერადი უბნების განაწილება რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება და სრულიად ასიმეტრიულია, ამიტომ საგამოფენო კატების მომშენებლებსაც კი არ შეუძლიათ ნახატის წინასწარ განსაზღვრა. ერთი უკიდურესობაა მთლიანად თეთრი კნუტი, მეორე – მხოლოდ ერთი პაწაწინა თეთრი ლაქა ბეწვზე. მაშასადამე, საგამოფენო მიზნებისთვის მათ მოსაშენებლად სელექციონერებს უბრალოდ უნდა გაუმართლოთ, რომ საგამოფენო სტანდარტისთვის შესაფერისი ინდივიდი სწორად შეარჩიონ. დედის გარეგნობის მიხედვით კი ამის დარწმუნებით განსაზღვრა წინასწარ ვერ ხერხდება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?