ლაქებიანი ტაბი
ლაქებიანი ტაბი
ამბობენ, რომ ლაქებიანი ტაბი პირველად ძველ ეგიპტეში გამოიყვანეს. ბეწვის ეს ნახატი საკმაოდ ხშირია გარეულ კატებში. რაც შეეხება შინაურ კატებს, ლაქებიანი ინდივიდები ძირითადად წმინდა ჯიშებს განეკუთვნებიან, უჯიშოებში კი ასეთი ნახატი ნაკლებად გვხვდება.

ისტორია

გავრცელებული აზრის თანახმად, ლაქებიანი ტაბი გენეტიკურად იგივე ზოლებიანი ტაბია, ოღონდ მისთვის დამახასიათებელი ზოლები დაწყვეტილია და ლაქებს ქმნის, რაც განსაკუთრებით ტანზე ჩანს. ლაქების ზომა განსხვავებულია, არც მათი ფორმაა მკაცრად მრგვალი _ შეიძლება ოდნავ წაგრძელებული იყოს. ტაბი ნახატი მთელ სხეულზე _ თავზე, ფეხებზე, კუდზე _ ძირითადად არ იცვლება; კუდი მუქი
ფერის ბეწვით ბოლოვდება. სხვა ტაბი ფორმების მსგავსად, ლაქებიანი ნახატიც ყველაზე კარგად მოკლებეწვიან ჯიშებს, განსაკუთრებით აღმოსავლურს
ეტყობა, რომელსაც სქელი თივთიკი არ აქვს.


ინდივიდები

ვერცხლისფერლაქებიანი ტაბი გამორჩეულად პოპულარულია. ვერცხლისფერ ფონზე შავი ლაქები და ზოლები განსაკუთრებით იკვეთება. არსებობს ლაქებიანი ტაბის მრავალი სახესხვაობა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ნახატი ერთია _ მუქი ლაქები შედარებით ღია ფონზე. ლაქების სიმკვეთრე განგურის პერიოდში მცირდება, ნახატი კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელი რჩება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?