კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 12-04-2017
კითხვა: მყავს 10 თვის კოკესპანიელი, რომელსაც ბეწვი ძალიან ცვიოდა და ამიტომ 31 მარტს ვეტ კლინიკაში მივიყვანე და გავადპარსე ნოლზე, ამის მერე ძაღლს დაეწყო ფხანა ყელის და ყურის მიდამოებში და ფხანის გამო კანი გაუწითლდა და მოშუშების პერიოდში ფუფხები გაუჩნდა. რამოდენიმე დღეა რაც ეს ფუფხებიც მოურჩა მაგრამ ყველაზე დიდი ფუფხის ადგილას ყელთან ახლოს გაუჩნდა წითელი ლაქა და ბეწვის ქვეშ კანზე აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი, ბევრი ინფო დავსერჩე და ვეტ ექიმთანაც მივიყვან დროს როგორც კი გამოვნახავ, მაგრამ სანამ მივალ იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე რამე ანტისეპრიკური მალამო ხო არ წავუსვა?
პასუხი: გამარჯობა, საჭიროა კანის ანალიზის გაკეთება, ამის გარეშე ვერცერთი ვეტერინარი დასვამს სწორ დიაგნოზს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ იცით არის თუ არა კანის დაავადება და თუ არის რომელია, გირჩევთ თავი შეიკავოთ სახლში მკურნალობისგან და რაც შეიძლება დროულად მიიყვანოთ ვეტერინართან.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?