კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 24-04-2017
კითხვა: გამარჯობათ. მყავს 8 წლის პეკინესი. ერთი კვირაა შარდის შეუკავებლობა აქვს. ცისტიტი. გავუკეთეთ ანტიბიოტიკები, სამი ნემსი, შემდეგ დექსამეტაზონი ისიც სამი დღე. და თან B1 და B12 ვიტამინი, მაინც ისევ ისეა. რას მირჩევთ კიდევ რა შეიძლება რომ გავუკეთო რომ მორჩეს.
პასუხი: გამარჯობა, შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა რამისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. ცისტიტს ახასიათებს ხშირი შარდვა, წვა და ტკივილი მოშარდვისას, ზოგჯერ სისხლიც. შეუკავებლობა შეიძლება დიაბეტისგანაც იყოს გამოწვეული, სიმსივნისგან,  ტრავმისგან, ნერვული სისტემის გარკვეული სახის დაზიანებისგან და ა.შ. სჯობს გაუკეთოთ სისხლის ანალიზი, იმისთვის , რომ გაიგოთ დიაბეტი ხომ არ აქვს, და ექოსკოპია, რომ ნახოთ შარდის ბუშტი და სხვა ორგანოები რა მდგომარეობაშია. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება 3 დღეში არ ჩანს ჯერ მკურნალობის ეფექტი.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
მყავს 10 თვის კოკესპანიელი, რომელსაც ბეწვი ძალიან ცვიოდა და ამიტომ 31 მარტს ვეტ კლინიკაში მივიყვანე და გავადპარსე ნოლზე, ამის მერე ძაღლს დაეწყო ფხანა ყელის და ყურის მიდამოებში და ფხანის გამო კანი გაუწითლდა და მოშუშების პერიოდში ფუფხები გაუჩნდა. რამოდენიმე დღეა რაც ეს ფუფხებიც მოურჩა მაგრამ ყველაზე დიდი ფუფხის ადგილას ყელთან ახლოს გაუჩნდა წითელი ლაქა და ბეწვის ქვეშ კანზე აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი, ბევრი ინფო დავსერჩე და ვეტ ექიმთანაც მივიყვან დროს როგორც კი გამოვნახავ, მაგრამ სანამ მივალ იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე რამე ანტისეპრიკური მალამო ხო არ წავუსვა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?