ვიდეოგალერეა
მღრნელების მოვლა
ტექსტის ზომა + -
12 რჩევა: რა უნდა ვიცოდეთ ზაზუნას ყიდვის დროს?
12 რჩევა: რა უნდა ვიცოდეთ ზაზუნას ყიდვის დროს?
ზაზუნას ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის, კვებისა თუ ქცევების შესახებ არაფერი იცით? რჩევისთვის მიმართეთ სპეციალისტს ან გაეცანით სტატიას.

რჩევა პირველი: არ იყიდოთ ძალიან პატარა ან დიდი ზაზუნა. ის უნდა იყოს არა ნაკლებ 3 კვირისა და არა უმეტეს 3 თვისა. თუ მღრღნელი დაახლოებით ორი კვირისაა, დიდი ალბათობაა, რომ მისი მოვლა გაგიჭირდებათ და მალე დაიღუპება. პატარა ზაზუნას დამოუკიდებლად საკვების მიღება არ შეუძლია.

თუ შეიძენთ ზაზუნას, რომელიც ორ თვეზე მეტისაა, შესაძლოა, მაკედ აღმოჩნდეს. მაკე მღრღნელის მოვლა კი ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ პატარა ზაზუნას მოთვინიერება ბევრად მარტივია.

რჩევა მეორე: ზაზუნას შეძენისთვის საუკეთესო დრო საღამოა. დღისით მღრღნელი აქტიური არაა და უმეტესობა მათგანს ძინავს. ამიტომ, გაგიჭირდებათ გარკვევა, სინამდვილეში ზაზუნას ძინავს თუ ავადაა.

რჩევა მესამე: თუ შეგხვდათ ავადმყოფი ან ფიზიკურად დაზიანებული ზაზუნა და გამყიდველი მას ნახევარ ფასად გთავაზობთ, არასოდეს დათანხმდეთ. უმჯობესია, ჯანმრთელი მღრღნელის სანაცვლოდ სრული თანხა გადაიხადოთ, ვიდრე იგივე თანხა მის მკურნალობაზე დახარჯოთ. მეტიც, ზაზუნა სუსტი არსებაა, ამიტომ  დიდი ალბათობაა, რომ დაავადებული მღრღნელი ვერ გადარჩება.

რჩევა მეოთხე: ზაზუნას ყიდვისას, დარწმუნდით, რომ სუფთა თვალები აქვს, ხოლო ბეწვი არ არის სველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავადაა.

რჩევა მეხუთე: სპეციალისტები მხოლოდ ერთი ზაზუნის შეძენას გვირჩევენ, რადგან ზრდასთან ერთად ორი ან მეტი ცხოველი ერთმანეთში ჩხუბობს.  თუ სურვილი გაქვთ გაამრავლოთ ისინი, მდედრი და მამრი ზაზუნა განცალკევებით მოათავსეთ. გამონაკლისები არიან ჯუჯა ზაზუნები, რომლებიც ერთი ოჯახიდან არიან.  შეგიძლიათ, ისინი  ერთ გალიაში მოათავსოთ.

რჩევა მეექვსე: ზაზუნა თავად შეარჩიეთ, არ ენდოთ გამყიდველს. მან შესაძლოა, დაავადებული ზაზუნა შემოგთავაზოთ ან შეეშალოს მისი სქესი.

რჩევა მეშვიდე: იმისათვის, რომ სქესი სწორად შეარჩიოთ დაიმახსოვრეთ შემდეგი ნიშნები -მდედრ ზაზუნას მუცელზე, ქვემოთ განთავსებული ხვრელები ერთმანეთთან უფრო ახლოს აქვს, ვიდრე მამრს. მუცლის დაბოლოება მამრს უფრო მოგრძო აქვს, ასევე, ის მდედრზე მშვიდია.

Zooclub

რჩევა მერვე: ზაზუნას შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ბეწვი ბზინავს და ის ბუნებრივად არ აქვს გაცვენილი. ბეწვის გაცვენა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ტილების, ტკიპების ან სოკოვანი დაავადებებისგან.  თუ შეამჩნევთ, რომ ზაზუნას სხეულზე აქვს ნაიარევი, ეს ნიშნავს, რომ მღრღნელი ბევრს ჩხუბობს სხვა ზაზუნებთან. დაფიქრდით, გინდათ ასეთი "მოჩხუბარი" ცხოველი?

რჩევა მეცხრე: ზაზუნას შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი უკანა ტანი და მის გარშემო არსებული ბეწვი იყოს სუფთა. ხშირ შემთხვევაში, დიარეა გამოწვეულია ინფექციებისა და ჭიებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ცხოველი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

რჩევა მეათე: ზაზუნას ცხვირი უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი ლორწოვანი გამონადენის გარეშე.

რჩევა მეთერთმეტე: სანამ ზაზუნას შეიძენთ, გააღვიძეთ და დააკვირდით მის ქცევებს. თუ ის აპათიურად წევს გალიაში ან პირიქით - ნერვიულად დარბის, შესაძლოა, გალიის სივიწროვის ბრალი იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რაიმე დაავადებაზე მიუთითებდეს. ნუ იყიდით ასეთ ზაზუნას. ავადმყოფი მღრღნელი, რომელიც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, სხვებზე მეტად არის მიდრეკილი სხვადასხვა დაავადებისკენ.

რჩევა მეთორმეტე: ბუნებრივი შეფერილობის მღრღნელის იმუნიტეტი უფრო ძლიერია და ის ნაკლებად ავადდება, ხოლო ფერადი ზაზუნა
ხშირად ღიზიანდება და ნერვიულია, მაგრამ სწორად მოვლის შემთხვევაში, ნებისმიერი შეფერილობისა და ხასიათის ბინადარი კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვრებს მოსიყვარულე პატრონების გარემოცვაში.

ზაზუნა ბუნებით ველური და არასოციალური არსებაა. ისინი მინდვრებსა და მდელოებზე ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრობენ. საცხოვრებელს იცავენ მტაცებლებისა და თავისი მოძმეებისგანაც კი. ამიტომ, თუ თქვენი ახალი ბინადარი ცდილობს დაიმალოს ან აგრესიას გამოხატავს, არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია, რადგან ის ფიქრობს, რომ თქვენ მტაცებელი ხართ, რომელიც თავდასხმისთვის ემზადება. უბრალოდ ფრთხილად მიუახლოვეთ მას გაშლილი ხელი ზევიდან. თუ მღრღნელმა ხელზე გიკბინათ (მსგავსი რამ იშვიათად ხდება), ნუ გაბრაზდებით, შესაძლოა, თქვენც ასე მოქცეულიყავით, საშიში "მონსტრის" დანახვისას, რომელიც თქვენკენ მოდის.

Zooclub

იმისათვის, რომ ზაზუნას დაუმეგობრდეთ, აუცილებელია მოთმინება, მოფერება და მზრუნველობა. ადრე თუ გვიან, მას ცნობისმოყვარეობა სძლევს და თქვენი ხელის ყნოსვას დაიწყებს. მისი მოთვინიერება უფრო გაგიმარტივდებათ, თუ ხელზე სასუსნავსაც დაიდებთ.  მაგალითად, კაკალს ან გარგარის ჩირს. საბოლოოდ, ზაზუნას აღარ შეეშინდება თქვენი ხელის და მარტივად შეძლებთ, ამოიყვანოთ ის გალიიდან.

სასუსნავი, ასევე, დაგეხმარებათ შეაჩვიოთ მღრღნელი თავის სახელს. დიახ, ზაზუნა რეაგირებს სახელზე, მთავარია, ავარჯიშოთ, ხოლო ვარჯიში შემდეგნაირად ხდება: აწვდით მღრღნელს საკვებს და 8-10-ჯერ  წარმოთქვამთ მის სახელს. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც სახელით მიმართავთ, იგი გამოძვრება თავისი ბუნაგიდან.

უნდა ითქვას, რომ მღრღნელები ისევე, როგორც ადამიანები, განსხვავებულნი არიან. ერთი კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს: მდედრი ზაზუნას მოთვინიერება უფრო რთულია, ვიდრე მამრის. ამასთანავე, მამრები უფრო მშვიდი მღრღნელები არიან, ხოლო დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. გაუნაწილეთ მას სითბო და ის აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს.

ასევე იხილეთ:

ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს

როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?

თუ თქვენი მღრღნელი იკბინება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ძაღლის ფასები, პოპულარული ჯიშები და გამოუცდელი მყიდველების მოტყუების ხრიკები თბილისში
საქართველოში ძაღლის ყიდვა და მისი მოვლა-პატრონობა უკვე ძალიან გამარტივებულია. ინტერნეტ-საიტები, სოციალურ ქსელი თუ ფორუმი, დიღომში არსებული ბაზრობა, კინოლოგიური კლუბები... ეს ის ადგილებია,
10.11.2015
რატომ და რითი ავადდებიან ზაზუნები?

რამდენიმე შეკითხვა და პასუხი მღრღნელების სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით.
12.05.2014
რატომ მიყავთ მშობლებს პატარა ბიჭი ყოველ წელს ალპებში?
უფროსებისგან განხვავებით, ბავშვები მეტად ინტერესდებიან სხვადასხვა სიახლიებით ცხოვრებაში. ამასთანავე მათ სურვილი აქვთ
30.09.2014
ბოლო სიახლეები
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ხვალ შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე პროექტის პრეზენტაციას გამართავს
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) პროექტის შედეგებისა და პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციას გამართავს თემაზე:
22.02.2017
ბრაზილიაში 64 წელიწადში პირველად უიშვიათესი მახრჩობელა გველი ნახეს (+ვიდეო)
ბრაზილიაში ცხოვრობს გველი, რომელიც მსოფლიოში უიშვიათეს სახეობას მიეკუთვნება.
20.02.2017
დაიღუპა ცნობილი ძაღლი, რომელმაც მთელი ცხოვრება  პინგვინების დაცვას მიუძღვნა
ავსტრალიაში დაიღუპა მარემას ჯიშის ძაღლი, სახელად
19.02.2017
ლეკვების პირველი ბედნიერი  შეხვედრა პატრონებთან (17 ფოტო)
პატრონისა და შინაური ცხოველის პირველი შეხვედრა ორივესთვის
19.02.2017
ჰასკის ჯიშის ძაღლმა ვეტერინარული კლინიკიდან გაქცევა სცადა და გზად თავისი მეგობრები გაათავისუფლა (+ვიდეო)
ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ვეტერინარული კლინიკიდან ჰასკის გაქცევის მცდელობა.
18.02.2017
ვეფხვი რამდენიმე საათში მეტყევეებმა აღმოაჩინეს. ის მოკლული ადამიანის სხეულს გლეჯდა.....
"ინდოეთში დაიჭირეს ვეფხვი, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა", - იტყობინება გამომცემლობა Metro.
18.02.2017
ძაღლი ათბობდა 2 წლის ბავშვს, რომელიც დედამ ყინვაში მიატოვა
ძაღლმა გადაარჩინა 2 წლის ბავშვი, რომელიც დედამ ყინვაში ვერანდაზე
17.02.2017
გოგონამ თავშესაფრიდან პიტბული აიყვანა... იგი იმდენად ბედნიერია, რომ პატრონს გამუდმებით ეხუტება
20 წლის სტუდენტი კაილი ცხოველთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობს და ყოველდღიურად
17.02.2017
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "ლეკვებად" რჩებიან
ყველა ლეკვი, განურჩევლად ჯიშისა, უსაყვარლესია. ისინი ყოველთვის თამაშის ხასიათზე არიან და უზომო ენერგიას ფლობენ, მაგრამ ზრდასთან ერთად ზოგიერთ პატრონს გული სწყდება, რომ მისი პატარა, გადარეული ბინადარი იზრდება, მეტად დინჯდება და ჭკვიანდება.

არიან ჯიშები, რომლებიც, სხვა სახეობისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ლეკვის თვისებებს. ისინი პატარებივით თამაშობენ და მათი წვრთნა შედარებით რთულია.

ჩვენ წარმოგიდგენთ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ ლეკვობის თვისებები.

ბოქსიორი

Zooclub

ამ ჰიპერაქტიურ ძაღლს ლეკვისგან გარეგნულად თუ გაარჩევთ. მათი სურვილი ყოველთვის ერთი და იგივეა - ითამაშონ მთელი დღე.

დალმატინელი

Zooclub

მის გენებში თამაშისა და სიჯიუტის თვისებები თანაბრადაა. ენერგიული და მოუსვენარი ხასიათის გამო, დალმატინელის მართვა არც თუ ისე მარტივია.

ბულმასტიფი

Zooclub

ამ ჯიშს ორი წელი სჭირდება, რომ თავის სრულ წონას მიაღწიოს, მაგრამ ზრდა მარტო გარეგნობაზე არ აისახება. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩება მოუქნელ მოზარდ არსებად, რომელიც თქვენი სახლის გარშემო მოუსვენრად ირბენს.

ბიგლი

Zooclub

ბიგლი პატრონის მითითებებზე  მეტად საკუთარ ყნოსვას ენდობა, რაც მის წვრთნას საკმაოდ ართულებს. მას ძალიან უყვარს თამაში.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ბულდოგს სუსტი იმუნიტეტი აქვს. მას ყურადღება ზრდასრულ ასაკში ისევე სჭირდება, როგორც პატარაობაში. თუ გადაწყვეტთ ამ ჯიშის ლეკვის ყიდვას, შეძენამდე, სელექციონერთან ერთად, აუცილებლად მიიყვანეთ ცხოველი ვეტერინართან, რათა გულდასმით შეამოწმოთ.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება და ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღლელად ითამაშებს მთელი დღის მანძილზე, თუ ამის სურვილი გაქვთ.

იორკი

Zooclub

ამ მინიატურული ჯიშის პატარა სხეულში დიდი პიროვნული თვისებები იმალება. თუ გსურთ გყავდეთ ძაღლი, რომელიც საქციელით თუ გარეგნობით ლეკვს მოგაგონებთ, იორკი ის ძაღლია, რომელსაც ეძებდით.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორების უმეტესობა მთელ დღეს თამაშში ატარებს. მათ ლეკვის თვისებები ზრდასრულ ასაკშიც კი აქვთ.

სენბერნარი

Zooclub

ამ გიგანტ არსებას სჭირდება ორიდან სამ წლამდე, რომ ზრდასრულად ჩაითვალოს და მიაღწიოს გარეგნულ სტანდარტებს. ამგვარად, სენბერნარი დიდხანს  რჩება ფუმფულა ლეკვად.

პაპილო

Zooclub

ამ პატარა ძაღლის ჯიშს ძალიან უყვარს თამაში და ყოველთვის იპოვის გასართობს, თუ თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მუშაობა აუცილებელია  ყველა  ჯიშის ლეკვთან. თუ ინტენსიური წვრთნისთვის დრო ან ენერგია არ გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ადგილობრივი თავშესაფრიდან აიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

ასევე იხილეთ:

5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა
17.02.2017
ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
კაზირანგის (ინდოეთი, შტატი ასამი) ნაციონალურ პარკში შედეგიანი აღმოჩნდა  პროგრამა, რომელიც  მარტორქების
17.02.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?