დეკორატიული ვირთხის პოპულარული ჯიშები
დეკორატიული ვირთხის პოპულარული ჯიშები
ვირთხები ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებები არიან დედამიწაზე. ადამიანის განვითარების გზაზე, ისინიც მრავდებოდნენ დედამიწის ყველა კუთხეში. დღეს დღეისობით დაახლოებით 137 სახეობის ვირთხაა, და მისი 570 ქვესახეობაა.
ოჯახის პირობებში ძირითადად გავრცელებულია ჰიბრიდი- სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ვირთხები. თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა.

სტანდარტული ვირთხის ჯიში
ეს ჯიში ყველაზე გავრცელებული და ძველი სახეობაა მსოფლიოში. მას აქვს მასიური გრძელი ტანი, მოკლე ბეწვი და გვერდებზე გაცქვეტილი ყურები. ეს ვირთხა იწონის 300-დან 500 გრამამდე. მათი წონა დამოკიდებულია კვებასა და სქესზე. საინტერესოა ის ფქტი, რომ თუ ვირთხა მიეჩვია ადამიანს,
ცუდად მოპყრობის შემთხვევაშიც კი არ უკბენს მას.

ატლასისებური სახეობა
მისი დამახასიათებელი ნიშანია, სტანდარტულზე ცოტა მეტი
ტანის სიგრძე, მბზინავი, მაგრამ მკვრივი ბეწვი. მისი ვიზუალი დიდად არ განსხვავდება სხვა სახეობის ვირთხისგან. ისინი გავრცელებულნი არიან ევროპასა და აშშ-ში. 

ვირთხა რექსი
გამოიყურება "თვალისმომჭრელად". მას განსაკუთრებული, ფაფუკი ბეწვი აქვს, რომელიც ზურგზე ცოტა დატალღულია. მისი საცეცები ოდნავ დახვეულია. ეს ჯიში მეტად ორიგინალური და პოპულარულია მსოფლიოში.

მელოტი ვირთხის სახეობა
მისი გამოჩეული მახასიათებელია - უბეწვო კანი, მხოლოდ თავზე, თათებსა და მუცლის მიდამოებში, აქა-იქ აქვს ცოტა ბეწვი. მისი კანი მსუბუქად დანაოჭებული და სხვადასხვა შეფერილობისა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას არ აქვთ ბეწვი, ეს ჯიში სხვა ვირთხის სახეობებისგან არაფრით გამოირჩევა.

ვირთხა "დამბო"
მისი დამახასიატებელი ნიშანი - დახრილი ყურებია. ამ ჯიშის ვირთხას ყურები, სტანდარტულ ვირხაზე ქვევით აქვს, ამასთანავე , ის ტანით შედარებით მოზრდილია. რაც უფრო დიდი ყურები აქვს "დამბოს", ამ ჯიშის მოყვარულებში, მით მეტი პოპულარობით სარგებლობს ის. ეს სახელი მას დაერქვა ცნობილი მულტიპლიკაციური გმირის- სპილო დამბოს "პატივსაცემად". სიდიდის მიუხედავად, მისი ტანი შედარებით მოკლეა, კუდი გრძელი და მსხლისებრი მოყვანილობის თავის ფორმა. დამბოს ბეწვი შესაძლოა იყოს ნებისმიერი შეფერილობისა და ხარისხის (ხისტი ან ფაფუკი).

უკუდო ვირთხის ჯიში
ერთ-ერთი ჯიში, რომელიც თავის სახელწოდებას ამართლებს, უკუდო ვირთხაა. მისი განსაკუთრებული მახასიეთებელი ის არის, რომ კუდის არ აქვს, ხოლო ტანის მოყვანილობა მსხლის ფორმისა აქვს. უკუდო ვირთხები აქტიური და ჭკვიანი მღრღნელები არიან. მათ მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ყველა სიახლეს ეჭვით აკვირდებიან. მათი ბეწვი სტანდარტულია და შესაძლოა, იყოს სხვადასხვა შეფერილობის, ასევე ამ ჯიშისთვის ბალნის გარეშე კანიც ნორმად ითვლება.

სხვადასხვა ფერის თვალება ვირთხა
ამ სახეობისთვის სხვადახვა ფერის თვალებია დამახასიათებელია. შეიძება ერთი თვალი ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობის , ხოლო მეორე ღია წითელი. არსებობს 3 თვალის ფერი, რაც ხშირად გვხვდება დეკორატიულ ვირთხებში- შავი, ლალის ფერი (მუქი წითელი) და ღია წითელი. რაც უფრო კონტრასტულია მათი თვალების ფერი, მით უფრო ძვირად ფასობენ ისინი.

სამფერა ვირთხა
მოზაიკური ვირთხა, ანუ სამფერა ვირთხა უნიკალურია დეკორატიული ვირთხების სახეობებში, რადგან ითვლება, რომ ბუნებაში სამი ფერი არ არსებობს არცერთ ვირთხის ჯიშში. ამ სამ ფერში ერთ-ერთი ფერი აუცილებლად თეთრია. სამწუხაროდ, მათი გენი მემკვიდრეობით არ გადადის და ეს ძალიან იშვიათი სახეობაა - მსოფლიოში ცნობილია მხოლოდ ორი ფერადი დეკორატიული ვირთხა: Solaris (2002 წ. ალიასკა, აშშ.) და Sabu-Sabu (2006 წ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი).


დეკორატიული ვირთხები ძალიან მალე ეჩვევიან პატრონს. ისინი დიდი სიამოვნებით თამაშობენ და ურთიეთობენ მათთან. დეკორატიული ვირთხისთვის აუცილებელია მოუწყოთ რამდენიმე სართულიანი "სახლი", რომელსაც ექნება გასახვლელები. თუ გასართობ კუთხეებსაც მოუწყობთ, ისინი თავს ოჯახის ნამდვილ "წევრად" იგრძნობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
სამფერა ვირთხა
ვირთხა „დამბო“
მელოტი ვირთხის სახეობა
ვირთხა რექსი
ატლასისებური სახეობა
სტანდარტული ვირთხის ჯიში
სხვადასხვა ფერის თვალება ვირთხა
უკუდო ვირთხის ჯიში
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?