ტომი და ჯერის ცხოვრება სინამდვილეში (+ვიდეო)
ტომი და ჯერის ცხოვრება სინამდვილეში (+ვიდეო)
შესაძლოა, არასოდეს გინახავთ კატისა და თაგვის მეგობრობა, რადგან კატა ითვლება მტაცებელ ცხოველად, ხოლო თაგვი ყოველთვის მისი ნადავლია, თუმცა, ბუნება ზოგჯერ გვაოცებს უცნაური მოვლენებით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ერთმანეთისგან სრულიად განხვავებულ ცხოველებს ერთგულ მეგობრებად აქცევს.

თუ გენეტიკურ ცვლილებას შევიტანთ თაგვის ორგანიზმში, შესაძლებელია, შიშის აღმოფხვრა მისთვის საშიშ ცხოველთან შეხვედრისას. მკვლევრების დასკვნის შედეგად, მღრღნელი შეძლებს თავისუფლად გადაადგილდეს მტაცებლის გარემოცვაში. ყოველივე ეს ბუნებრივადაც ხდება, თუმცა, ძალიან იშვიათად.

კატა, სახელად ხუანი პატრონთან ერთად ტაილანდის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. 5 თვის წინ ეზოში აღმოაჩინა პატარა მღრღნელი. პატრონს ეგონა, რომ
ეს მისი ნადავლი იყო, თუმცა, ხუანმა იმ დღიდან დაიწყო მასზე ზრუნვა. უკვე რამდენიმე თვეა, ისინი
ერთად ცხოვრობენ, სადილობენ, თამაშობენ და იძინებენ.

კატის პატრონმა თაგვს ჯერი დაარქვა. ჯერი ძალიან ბედნიერია, რადგან გვერდით ერთგული მეგობარი და მცველი ჰყავს.

იხილეთ ვიდეო და ამაში თავად დარწმუნდებით.


ასევე იხილეთ:

ობოლი შველი და მისი საუკეთესო მეგობარი

განსხვავებული ცხოველები, რომლებსაც უანგაროდ უყვართ ერთმანეთი

ლომს ძაღლი კბილებს წმენდს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?