ისტორია შინშილების შესახებ
ისტორია შინშილების შესახებ
გარეული შინშილების საარსებო გარემო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროა, ანდის მთებში და კორდილიერებში . ტერიტორია მოიცავს ოთხ სახელმწიფოს - არგენტინა, ჩილი, პერუ და ბოლივია. ესარის მთიანი ტერიტორია მშრალი კლიმატით და მეჩხერად ამოსული მცენარეებით. შინშილები ცხოვრობენ მთის კლდოვან რეგიონებში ზღვის დონიდან 800 და 4 500 მეტრზე, კლდეების ღრმულებში თუ სოროებში. გარეული შინშილები აქტიურები არიან ადრიან დილით და საღამოს. მათი ძირითადი საკვებია - მარცვლეულობა, ველური მცენარეების ნაყოფი, ბალახი და ხავსი.

როდესაც ესპანელმა
დამპყრობლებმა მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის სანაპიროს, მათი აღფრთოვანება ადგილობრივი მოსახლეობის თბილმა სამოსმა და ბეწვეულმა გამოიწვია.

Zooclub

სახელი "შინშილა" ქურქმა მიიღო ესპანელებისგან ინდიელი ტომის საპატივსაცემოდ, რომელსაც ერქვა ჩჰინცჰას. დაიწყო
შინშილას ქურქის ინტენსიური მრეწველობა, რომელიც ევროპაში გაჰქონდათ. ამას მოყვა ველური შინშილას ფაქტიურად გაქრობა. ბევრი ცდა, შინშილები ხელოვნურად გაემრავლებინათ ტყვეობაში უშედეგოდ დასრულდა, იმის გამო, რომ შინშილას გაყვანა მთიდან ბარში მათი სიკვდილით მთავრდებოდა.

პირველმა, ვინც შეძლო შინშილას მთიდან გამოყვანა, ასევე მისი ჩრდილო ამერიკაში ტრანსპორტირება იყო მ. ჩაპმენი. 1923 წელს მან შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 შინშილას ჩამოყვანა (8 მამრის და 3 დედალის), რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ დღესდღეობით ფერმებში გამრავლებული ყველა შინშილას წინაპრებად. მან შეძლო გაემრავლებინა ჩამოყვაბილი 3 დედალი შინშილა.

Zooclub

ჩაპმენის წარმატების შემდეგ დაიწყო შინშილების ტყვეობაში გამრავლების შესწავლით გამოცდილების მიღება ჩრდილო ამერიკაში და კანადაში, მოგვიანებით კი ევროპის ქვეყნებში და სამხრეთ აფრიკაში.

მსოფლიოს ფერმერების მიერ სელექციაზე მუშაობით ფერმა მუტაცია განიცადა. პირველად მიიღეს თეთრი Wilson, კრემისფერი, შავი ხავერდი. ჩვენს დროში შინშილები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულებს შორის.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?