როდესაც მძარცველი სახლში შეიპარა, წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ძარცვის გეგმას ჩაუშლიდა… ციყვი...
როდესაც მძარცველი სახლში შეიპარა, წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ძარცვის გეგმას ჩაუშლიდა… ციყვი...
ციყვი ჯოუი, რომელიც ადამ პერლთან ერთად აიდახოში ცხოვრობს, თავს სახლში შეპარულ ყაჩაღს დაესხა. როდესაც მძარცველი სახლში შევიდა, წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ძარცვის გეგმას ციყვი ჩაუშლიდა.

სახლის მფლობელის, ადამ პერლის თქმით, სახლს რომ მიუახლოვდა და თოვლზე ნაკვალევი შეამჩნია, გულმა ცუდი უგრძნო. ის მაშინვე მივიდა სეიფთან, სადაც იარაღი ქონდა შენახული. როგორც აღმოჩნდა, იარაღი ადგილზე იყო, მაგრამ ვიღაც ნამდვილად ცდილობდა სეიფის გატეხვას.

ყაჩაღობის ერთადერთი მოწმე მისი შინაური ციყვი, ჯოუი იყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ფუმფულაკუდიანმა მღრღნელმა მძარცველი აიძულა, გადაეფიქრებინა გაქურდვა მას შემდეგ, რაც გვარიანად დაფხაჭნა.

საქმის გამოძიებისას პოლიციელმა ეშლი ტერნერმა აღმოაჩინა ეჭვმიტანილი, რომელსაც ხელზე ნაკაწრები ქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს
ნაფხაჭნები ციყვის ბრჭყალებისგან იყო.

Zooclub

"მან თქვა, რომ დაკითხვის დროს ეჭვმიტანილის ხელებზე ნაკაწრები შეამჩნია", - აღნიშნა პერლმა, - "მაშინ მან ჰკითხა, ეს ნაკაწრები სიყვის ხომ არ იყო, რაზეც დამნაშავემ უპასუხა: "დიახ, ჯანდაბა, სანამ იქ ვიყავი სულ თავს მესხმოდა და მკაწრავდა…""

მოპარული ნივთები პატრონს დაუბრუნეს. გახარებულმა პატრონმა აღნიშნა, რომ გადაწყვიტა, ჯოუი, თავისი მხსნელი და დამნაშავეთა რისხვა საყვარელი კანფეტებით დააჯილდოოს.

მისი ატანა ხან ძალიან ძნელია... ხან ისე მაცოფებს ხოლმე თავისი საქციელით, მაგრამ ის ძალიან მაგარი პატარაა...
elene
რა მაგარი ციყვია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?