წავების სიყვარული - მანგო და გარგარი (+ვიდეო)
წავების სიყვარული - მანგო და გარგარი (+ვიდეო)
აზიური მოკლებრჭყალება წავები დები არიან და ბირმინგემის ეროვნულ საზღვაო ცენტრში ცხოვრობენ.
ერთ დღეს დებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დიეტა მოიკოჭლებდა და ცხვირი აუბზუეს მირთმეულ ხილსა და ბოსტნეულს. მათი მომვლელი, რობ გასტერი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა როგორ მოეყვანა მადაზე თავისი სამეურვეოები.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მოიფიქრა წავებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, სუში შეეთავაზებინა. ვიდრე წავების მომვლელის საპატიო პოზიციას დაიკავებდა, რობი შეფ-მზარეული გახლდათ, ამიტომ მკლავები დაიკაპიწა და ჭირვეული დებისთვის კერძის მზადება დაიწყო. სუში რომ მოამზადა, ლანგარზე დააწყო, გვერდით ჩხირები მოუწყო და მანგოს და
გარგარის სამფლობელოს მიაშურა.

თავიდან წავებმა ამრეზით გადახედეს, მერე კი სუშის დააცხრნენ და მადიანად მიირთვეს. ასე
დაუბრუნა მადა მომვლელმა წავებს.

ახლა რობი კვირაში ერთხელ მაინც უმასპინძლდება მანგოს და გარგარს დელიკატესით, მაგრამ ცდილობს ძალიან არ მიაჩვიოს, თორემ რა იცი, იქნებ წავებს სუშიც მობეზრდეთ და მაშინ მათ პირად შეფ-მზარეულს ისევ მოუწევს თავის მტვრევა, რითი ასიამოვნოს თავნება დებს.

იხილეთ ვიდეო
მე
წავი მღრღნელი არ არის... ის მტაცებელია და თევზით იკვებება. სამწუხაროა რომ ასეთი არაკომპეტენტური ადმინისტრაცია ყავს ფორუმს. თუმცა რა მიკვირს, რაც პარლამენტი ის ქვეყანა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?