როგორ მოვუაროთ აკვარიუმის თევზს გურამის
როგორ მოვუაროთ აკვარიუმის თევზს გურამის

გურამი ძალიან მშვიდობისმოყვარე თევზია. ის არასოდეს შედის კონფლიქტში სხვა თევზებთან, საფრთხის შემთხვევაში კი, ამჯობინებს წყალმცენარეებში დაიმალოს.



გურამის ყოლის შემთხვევაში აკვარეუმის დიდ გაბარიტებს მნიშვნელობა არ აქვს, დაახლოებით 40 ლიტრამდე აკვარიუმი, მათი კომფორტისთვის სრულიად საკმარისია, რა თქმა უნდა, მათთან ერთად სხვა სახეობის თევზები თუ არ იქნებიან.

აკვარიუმში გრუნტი სასურველია იყოს მუქი შეფერილობის, სპეციალური განათების შემთხვევაში, თევზები ძალიან ლამაზად გამოჩნდებიან.
Zooclub

აკვარიუმში ცოცხალი მცენარეები მჭიდროდ ჩარგეთ, ისე რომ აუცილებლად დატოვოთ სივრცე, რათა თევზმა შეძლოს თავისუფლად გადაადგილება და ამავე დროს მამრ გურამიმ შეძლოს გააკეთოს ბუდე.

უმეტესად ამ ჯიშის სახეობის თევზი ჟანგბადს არ საჭიროებს. აკვარიუმის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 24-28 გრადუსამდე.
გურამი შეგიძლიათ კვებოთ ნებისმიერი თევზის საკვებით, ამ მხრივ ისინი პრეტენზიულები არ არიან, ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს მისი პატარა ზომის პირია, საკვების მოზრდილმა ნამცეცებმა შესაძლოა მას ზიანი მიაყენოს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააპირეთ სახლიდან რამდენიმე დღით გამგზავრება, გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილი გურამი მხოლოდ 1-2 კვირა გაძლებს საკვების გარეშე, ხოლო პატარა - შედარებით ნაკლები პერიოდი.

გურამის ჯიშის თევზის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 5-7 წელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობას შეუქმნით იმისათვის, რომ ის კომფორტულად იყოს.

 

გიორგი
შჯვარბაზე და საერთოდ ამ თემებზ დაპოსტეთ გთხოვთ
დათვოვიჩი
ერთხელ რო დაიბადები ისიც თევზად და სახელად გურამი
****
გურამ აეეეეეეეე აეეეე გურამ იშ გურამ იშ იშ :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?