პირველად მეცნიერების ისტორიაში აღმოჩენილია თბილსისხლიანი თევზი
პირველად მეცნიერების ისტორიაში აღმოჩენილია თბილსისხლიანი თევზი
როგორც ჟურნალი "Science"-ი წერს, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს თბილსისხლიანი თევზის სახეობა ოპაჰია (Lampris guttatus). მას ვიზუალური ფორმის გამო, ასევე მთვარისა და მზის თევზს (Sunfish, Moonfish) ეძახიან. ოპაჰიას აქვს უნიკალური უნარი შეინარჩუნოს სხეულის მაღალი ტემპერატურა იმ დროს, როცა ის სანადიროდ ოკეანის სიღმეში ცურავს. აღმოჩენა კალიფორნიაში, ოკეანის სანაპირო ფაუნის კვლევის შემდეგ გაკეთდა. 

მკვლევრების აზრით, ამ თევზის უპირატესობაა, კონკურენცია გაუწიოს ოკეანის სიღრმეში ბინადარ სხვა მტაცებლებს. ოპაჰიას ამ ტემპერატურას ფარფლის სწრაფი მოძრაობით გამოიმუშავებს, სითბოს კი უნიკალური სისხლის მიმოქცევის სისტემა უწყობს ხელს.

როგორც გამოცემაში წერია, მეცნიერებმა მთვარის
თევზის სხეულის ტემპერატურა შეამოწმეს. როგორც აღმოჩნდა, ოპაჰიას სხეულის საშუალო ტემპერატურა იყო 5 გრადუსით მეტი, იმ
წყლის ტემპერატურასთან შედარებით,  სადაც ისინი ბინადრობენ. ეს ნიშანია იმისა, რომ თევზი თბილსისხლიან ცხოველებს მიეკუთვნება ისევე, როგორც სხვა ძუძუმწოვრები და ფრინველები.

უმეტესობა თევზების ტემპერატურა იმ წყლის ტემპერატურის იდენტურია, სადაც ისინი ბინადრობენ.

ზოგიერთი თევზს, მაგალითად თინუსს ან ზვიგენს ნადირობის დროს შეუძლიათ აწიონ სხეულის ტემპერატურა, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ მათ უწევთ ისევ თბილ წყლებში დაბრუნება, რათა სხეულმა ნორმალიზირება მოახდინოს.

ოპაჰიას სახეობის თევზი 50-დან 200მ-ის სიღრმეში ბინადრობს, სადაც წყლის ტემპერატურა 10 გრადუსს არ აღემატება. ისინი ძირითადად პატარა თევზებზე ნადირობენ - კალმანებზე და მოლუსკებზე. მათი სხეულის სიგრძე 2 მეტრამდეც აღწევს. დიდი მთვარის თევზი შესაძლოა 270 კგ-ც იწონიდეს.

Zooclub

ამ აღმოჩენამ საბოლოოდ შეცვალა აზრი, რომ თბილსისხლიანები მხოლოდ ძუძუმწოვრები და ფრინველები არიან.

ასევე იხილეთ:

მედუზა - ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე

აღმოაჩინეს რეპტილია, რომელიც დინოზავრის წინაპარია

მეცნიერებმა "მინი დრაკონის" სახეობა აღმოაჩინეს

Moonfish
eeeeeeee
რამდენი აქვს ტემპერატურა აღარ იტყვით?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?