თევზის ახალ ჯიშს სახელი ოფიციალურად ბარაკ ობამას საპატივცემულოდ დაარქვეს
თევზის ახალ ჯიშს სახელი ოფიციალურად ბარაკ ობამას საპატივცემულოდ დაარქვეს
ბიშოპისა და აშშ-ს ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მარჯნის ახალი სახეობის თევზის აღწერილობა გამოაქვეყნეს. მან სახელწოდება Tosanoides Obama ოფიციალურად მიიღო.

ტროპიკული თევზების ახალი სახეობა 2016 წელს აღმოაჩინეს, პაპახანაუმოკუაკეაზე ექსპედიციის დროს.

”გადავწყვიტეთ, ამ თევზს პრეზიდენტი ბარაკ ობამას საპატივცემულოდ მისი სახელი დავარქვათ. მისი დამსახურება დიდია გარე სამყაროს შენარჩუნებაში”, - ამბობს კვლევის ავტორი რიჩარდ პაილი.

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ზღვის ნაკრძალი პაპახანაუმოკუაკეა ამ წელს პრეზიდენტის ბრძანებით 936 ათას კვატრატულ კილომეტზე გაფართოვდა. დღესდღეობით ეს ზღვის ყველაზე მსხვილი დაცული ნაკრძალია.

თევზის გადაღება, რომლის სახელი ახლა უკვე ბარაკ
ობამას სახელთანაა გაიგივებული, 90 მეტრ სიღრმეში გადაიღეს, სადაც უამრავი მარჯნის რიფია.

Tosanoides Obama მხოლოდ ამ
რაიონში შეინიშნება. პატარა ვარდისფერ-მოყვითალო თევზები ტროპიკული თევზების ერთ-ერთ სახეობას მიეკუთვნება.

ბარაკ ობამას საპატივცემულოდ ცხოველთა კიდევ რამდენიმე სახეობა ატარებს მის სახელს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?