ოკეანეში "ასთვალა" არსება იპოვეს
ოკეანეში "ასთვალა" არსება იპოვეს
ამ სახეობის ზღვის მოლუსკი, მეცნიერების აღწერით, დაფარულია ე.წ. თვალებიანი ჯავშნით. მეცნიერებმა ადრეც იცოდნენ, რომ ჯავშნიან მოლუსკებს ნაზი და სინათლის მიმართ მგრძნობიარე რბილი ქსოვილი ჰქონდათ. თუმცა, ამჯერად აღმოაჩინეს არსება, სახელად Acanthopleura granulata, რომელსაც ჯავშნის შიგნით ასი რეალური თვალი აქვს. ისინი 2 მეტრის დისტანციაზე ერთმანეთისგან არჩევენ, მაგალითად 20 სანტიმეტრის სიდიდის თევზს.

ყოველი თვალი ჯავშნის გარეთა შრეზეა განლაგებული, ზომით 10 მილიმეტრია და არის მინერალური წარმოშობის და არა ცილისებრი, როგორც ადამიანის. ამის გამო მოლუსკი უნიკალურია, რადგან ცხოველის არც ერთ ცნობილ სახეობას მსგავსი მხედველობის ორგანო არ
გააჩნია.

მიკროსკოპისა და სხვა საშუალებების მეშვეობით, დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ამ სახეობის მოლუსკების ჯავშანი პატარა,
წვრილი და არეული წყობით განლაგებული კრისტალებისგან შედგება. თუმცა, მათში ურევია ასევე მსხვილი კრისტალები, რომლებიც სინათლეს ატარებენ. სწორედ ეს “ლინზები" მათ მტაცებლების ამოცნობის საშუალებას აძლევს.

თუ ჯავშანზე არსებული “თვალი” დაზიანდება, წარმოიქმნება მაგიერი თვალი. სიცოცხლის მანძილზე მას შეიძლება 1000 მსგავსი მხედველობის ორგანო ამოუვიდეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?