ჰავაის კუნძულებთან "კასპერი" აღმოაჩინეს (+ვიდეო)
ჰავაის კუნძულებთან "კასპერი" აღმოაჩინეს (+ვიდეო)
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ჰავაის არქიპელაგის რაიონში რვაფეხას ახალი სახეობა იპოვეს.

კუნძულების ახლოს, Deep Discover-ის აპარატის მეშვეობით, 4 290 მეტრ სიღრმეში ოკეანოლოგებმა პატარა ღია შეფერილობის, ნახევრადგამჭვირვალე რვაფეხა აღმოაჩინეს. სხვა სახეობებისგან განსხვავებით ამ ცხოველს არ აქვს ფარფლები.

ღია შეფერილობის გამო, უკვე მულტფილმის გმირის მოჩვენების სახელი - "კასპერი" შეარქვეს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივ, რვაფეხები არ ცხოვრობენ ასეთ სიღრმეზე, ამიტომ იგი შეიძლება არა მხოლოდ ახალი სახეობა იყოს, არამედ ახალ ტიპს მიეკუთვნებოდეს.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?