იისფერი ბურთი - ოკეანის ფსკერზე სიცოცხლის ახალი ფორმა აღმოაჩინეს (+ვიდეო)
იისფერი ბურთი - ოკეანის ფსკერზე სიცოცხლის ახალი ფორმა აღმოაჩინეს (+ვიდეო)
იდუმალი, შიგნიდან მანათობელი იისფერი სფერო, რომლის დიამეტრიც რამდენიმე სანტიმეტრია, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან ოკეანის კვლევის ამერიკული ფონდის სპეციალისტებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს.

ობიექტი, რომელიც უცნაური ცოცხალი არსებაა, კვლევისთვის განკუთვნილი მცირე გემის - “ნაუტილუსის” დახმარებით აღმოაჩინეს.

როდესაც მეცნიერები ამ უცნაურ სფეროს წააწყდნენ, გაოცება ვერ დამალეს, რადგან გარკვევა, თუ რასთან ქონდათ საქმე ძალიან რთული აღმოჩნდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი იცავდა ვერსიას, რომ სფერო უცნობი პლანქტონის სახეობა ან კვერცხია, სადაც რაღაც ემბრიონი ვითარდება.

Zooclub

ასევე, მეცნიერებმა იხუმრეს, რომ ეს არსება დისკოტეკის ბურთს გავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოჩნდა
ორ მწვანე სინათლეს შორის, რომელსაც მეცნიერების მოწყობილობა ანათებდა.

მეცნიერებთან ერთად იისფერი მანათობელი ბურთით ახლომახლო მყოფი
კიბოც დაინტერესდა. ის სფეროს მიუახლოვდა დ ერთ-ერთი კიდურით შეეხო.

Zooclub

მეცნიერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველს შეიძლება ნაპოვნის ერთიანობა დაერღვია, ისინი არ ჩარეულან. თუმცა, მალე კიბომ თავად შეცვალა გეგმები, რის შემდეგაც, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, ეს არსება თავად აიყვანეს გემბანზე.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?