მოდელს, რომელსაც ზღვის მტაცებლებთან ერთად შიშველი ცურვა იტაცებს, სკაროსების დედოფალს ეძახიან (+ფოტო & ვიდეო)
მოდელს, რომელსაც ზღვის მტაცებლებთან ერთად შიშველი ცურვა იტაცებს, სკაროსების დედოფალს ეძახიან (+ფოტო & ვიდეო)
ტაიტელ მოდელს, რომელსაც ზღვის მტაცებლებთან ერთად შიშველი ცურვა იტაცებს, სკაროსების დედოფალს ეძახიან.

27 წლის მოდელი რავა რეი პატარა კუნძულ მურეაზე გაიზარდა და მხოლოდ სხვისი გადმოცემით არ იცის, რა არის წყალში ზვიგენებთან, კუსთან და დელფინებთან ერთად ცურვა. ამ მომხიბლავ კუნძულელს ზღვის ყველა ბინადარი ძალიან უყვარს. მას განსაკუთრებით უყვარს საცურაო კოსტუმის გარეშე სკაროსებთან, ზვიგენებთან და სხვა საშიშ ზღვის არსებებთან ერთად ფოტოების გადაღება.

რავამ მოყვა, თუ რა ნეტარება განიცადა, როდესაც პირველად გაცურა ფეხვისებრ ზვიგენთან ერთად. ზღვის სკაროსებიც უზომოდ უყვარს. მოდელს იმედი აქვს, რომ შეძლებს
შეცვალოს საზოგადოების აზრი ამ არსებების შესახებ. ის ფიქრობს, რომ ეს ცხოველები საშიშები არ არიან.

“იმ
ადამიანებს, რომლებსაც მათი ეშინიათ, ვეტყოდი, რომ საჭიროა საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნონ და არა ფილმებში ნანახს."

მას შემდეგ, რაც რავამ ყვინთვა ისწავლა და წყალქვეშა ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მისი ოჯახი ჰავაიზე გადავიდა საცხოვრებლად. აქედან მოყოლებული გოგონამ ცურვა ზვიგენებთან, კუებთან და დელფინებთან ერთად დაიწყო.

მოდელის თქმით, მას არასოდეს ეშინოდა წყლის ცხოველების და არ სჯერა, რომ ცხოველების პირველი ინსტინქტი ადამიანებზე თავდასხმაა.

“მე მათთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოვადგენ. ალბათ ამიტომ არასოდეს მესხმიან თავს”.

თუმცა, ერთხელ გოგონას სკაროსმა უკბინა, მაგრამ რავამ აღნიშნა, რომ ეს იყო ერთი იშვიათი შემთხვევითობა.
“სკაროსები არასოდეს მესხმიან თავს. უბრალოდ როცა ველურ ცხოველებთან ერთად ცურავთ, მათ ხანდახან არ იციან, როგორ მოიქცნენ”.

მოდელი თავისი ზღაპრული დამოკიდებულების ფოტოზე აღბეჭდვას მხოლოდ სამ ფოტოგრაფს ანდობს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

Zooclub
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?