ბარენცის ზღვაში ვეშაპმა კინაღამ ფოტოგრაფი გადაყლაპა… (+ვიდეო)
ბარენცის ზღვაში ვეშაპმა კინაღამ ფოტოგრაფი გადაყლაპა… (+ვიდეო)
წყალქვეშა ფოტოგრაფი პატრიკ დიიკსტრა, რომელიც ნორვეგიის ნაპირებთან, ბარენცის ზღვაში ვეშაპებს იღებდა, ერთ-ერთ მათგანს შეეჩეხა. პატრიკის სიტყვებით, ვეშაპს ბეწვზე გადაურჩა.

პატრიკი გაერთიანება The Picture Adventure-ში ბუნების ფოტოგრაფად მუშაობს. მის კადრებს ხშირად იყენებს National Geographic-ი, BBC-ი და სხვ.

გადაღების დროს ბარენცის ზღვაში პატრიკი იმდენად გაერთო, რომ ვეშაპის მოახლოება ვერ შეამჩნია. უზარმაზარი არსება იმდენად ახლოს აღმოჩნდა მასთან, რომ ფოტოგრაფმა გაიფიქრა: ”ის მე გადამყლაპავს”. თუმცა, ბოლო მომენტში ვეშაპმა მკვეთრად გადაუხვია გვერდით.

”ვეშაპები ძალიან ჭკვიანები არიან", - ამბობს პატრიკი, - "მან ზუსტად იცოდა, როგორ აეცილებინა
თავიდან ჩემთან შეჯახება”.

Zooclub

ვეშაპების სიგრძე საშუალოდ 14 მეტრს, წონა კი 30 ტონას აღწევს. ადამიანი მათ
საკვებ რაციონში არ შედის. ვეშაპები კიბორჩხალისებრთა სახეობებით, თევზითა და მოლუსკებით იკვებებიან. თუმცა, ახლო კონტაქტის დროს გიგანტურმა ცხოველმა ფარფლებით ან კუდით ადამიანს შეიძლება საკმაოდ მძიმე ტრავმა მიაყენოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?