საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს (+ვიდეო)
საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს (+ვიდეო)
იაპონიის გართობის პარკმა ხალხის მოსაზიდად წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარა. საციგურაო მოედნის ყინულში ზღვის ათასობით ბინადარი ჩაყინეს. კრიტიკის შემდეგ ატრაქციონი დახურეს.

ზამთრის სეზონს Space World-ის პარკი (იაპონიის კუნძულ კოსიუზე) უცნაურად შეხვდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ყინულის საფარში 5 000 თევზი, კიბორჩხალა და კიბორჩხალისებრი ჩაყინეს. ატრაქციონს ”ყინულის ატრაქციონი” უწოდეს. სარეკლამო აქცია შედგებოდა სლოგანისგან: ”მე ვ...ვ...ვიძირები, ვ...ვ...ვიხრჩობი...”.

Zooclub

იდეის აშკარა სისასტიკის მიუხედავად, ბევრ დამთვალიერებელს ეს მოეწონა: Space World-ის ადმინისტრაციის განცხადებით, გახსნის პირველ დღეებში ატრაქციონი რეკორდული რაოდენობის ა
დამიანმა მოინახულა. თუმცა, მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა უკვე მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და შედეგად, თავს დატეხილი კრიტიკის გამო, სკანდალური საციგურაო მოედანი დაიხურა.

იდეის ინიციატორებმა ოფიციალურად მოიხადეს ბოდიში,
თუმცა, დაამატეს, რომ ზღვის ბინადრები ბაზარში იყიდეს და ისინი უკვე დახოცილები იყვნენ.
ამჟამად საციგურაო მოედანის დემონტაჟი მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?