თევზის სიგრძე 150 სანტიმეტრს შეადგენს. ისინი ზომიერი სარტყლის ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. ისინი გვხვდებიან 3650 მეტრ სიღრმეში. იქ არ წვდება მზის სხივი და სრული სიბნელე სუფევს.
ინგლისურენოვან ქვეყნებში Hydrolagus trolli-ს ზვიგენ-აჩრდილს უწოდებენ, თუმცა, ეს თევზი არ მიეკუთვნება ზვიგენებს.
Hydrolagus trolli-ი ძალიან იშვიათად ხვდებოდა ადამიანს. "National Geographic"-ის ინფორმაციით, ბუნებრივ არეალში ეს თევზი პირველად აღბეჭდეს კამერაზე.
ქიმერა აპარატის ობიექტივში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, აპარატი კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს, ფსკერის კვლევის მიზნით, გეოლოგების მიერ იყო გაშვებული.
როდესაც კადრში ეს თევზი მოხვდა, ადამიანმა, რომელიც კადრებს აკვირდებოდა, აღნიშნა, რომ ის არ გავს სხვა ადგილობრივ თევზს და გადაწყვიტეს უფრო კარგად გადაეღოთ. მოგვიანებით ინსტიტუტმა სხვადასხვა სპეციალისტი მოიწვია, რომ უცხო არსების ამოცნობაში დახმარებოდნენ.
დებატების შემდეგ გადაწყდა, რომ ვიდეოზე ცისფერი ცხვირმახვილა ქიმერაა და იგი ამ ტერიტორიაზე პირველად შეამჩნიეს. ჩვეულებრივ, ისინი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაპირებთან ბინადრობენ, მეცნიერების ხელში კი უკვე მკვდრები ხვდებიან.
იხილეთ ვიდეო