დელფინებისთვის ადამიანებთან ურთიერთობა საშიშია
დელფინებისთვის ადამიანებთან ურთიერთობა საშიშია
სპეციალისტები გვაფრთხილებენ: ადამიანებთან შეჩვეულმა დელფინმა შესაძლოა, მიიღოს ტრავმა, რომელიც შეიძლება, მისი სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ის დელფინები, რომლებიც ბუნებაში ცხოვრობენ, ხშირად მიდიან ზღვის ნაპირისკენ, რათა ადამიანებისგან საკვები მიიღონ. თუმცა, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მათ სანაპიროზე მინის ნამსხვრევებით ან სხვა ბასრი საგნით დაზიანება მიუღიათ.

სპეციალისტები 21 წლის განმავლობაში აკვირდებიან სარასოტა-ბეის (ფლორიდა) სანაპიროს, რომელსაც წყლის ცხოველები ხშირად სტუმრობენ. გარდა ამისა, ყოველწლიურად იზრდება იმ დელფინების რაოდენობა, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას ცდილობენ. 

მეცნიერები იკვლევდნენ 1142 დელფინს. ექსპერიმენტის პერიოდში 10% დაკვირვების პერიოდში დაიღუპა. თუ ცდების დასაწყისში ნაპირზე
25 დელფინი მიცურავდა, დასასრულს მათი რიცხვი 190-მდე გაიზარდა. სწორედ, ისინი აღმოჩნდნენ საშიშროების წინაშე, რადგან უმეტესობა
მათგანმა სხვადასხვა ბასრი საგნით ტრავმები მიიღო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანთან ურთიერთობის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ზღვაში მობინადრე 75-მა დელფინმა.

ასევე იხილეთ:

ხშირად ჭარბწონიანი ადამიანების ძაღლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლი მგელზე ფრთხილი ცხოველია

მომვლელები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც დელფინმა საკუთარი შვილი მოკლა, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?