ბრიტანელი, რომელმაც ოქროს თევზი გადაყლაპა, ციხეში ჩასვეს
ბრიტანელი, რომელმაც ოქროს თევზი გადაყლაპა, ციხეში ჩასვეს
"დევონის (ბრიტანეთის) მცხოვრები ციხეში ჩასვეს. მას ცხოველისადმი სისასტიკე ედება ბრალად", - წერს "Metro".

27 წლის შერილ სტივენსმა ვიდეოზე გადაიღო მომენტი, როდესაც მისმა მეგობარმა, ყოფილმა კოლეგამ, 24 წლის დანიელ ჩალისმა ოქროს თვზი გადაყლაპა. მათ კომედიური ვიდეოს გადაღება სურდათ. ვიდეორგოლი, რომელიც 35 წამი გრძელდებოდა, სოციალურ ქსელში 2016 წლის მარტში გამოქვეყნდა.

სასამართლოზე ბრიტანელები ამტკიცებდნენ, რომ თევზი თავისი სიკვდილით, ცოტა ხნით ადრე, იმავე დღეს მოკვდა. თუმცა, სასამართლოში ცხოველების დაცვის საზოგადოებამ (RSPCA) დაამტკიცა, რომ ვიდეოზე თევზი ჯერ კიდევ მოძრაობს. განაჩენი 3 თებერვალს გამოცხადდება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?