ახალი ზელანდიის ნაპირებთან გამორიყული შავი დელფინები მოქცევამ გადაარჩინა
ახალი ზელანდიის ნაპირებთან გამორიყული შავი დელფინები მოქცევამ გადაარჩინა
ახალი ზელანდიის ერთ-ერთი კუნძულის ნაპირებთან გამორიყული 240 დელფინი კვლავ წყალში აღმოჩნდა.

რადიო "Radio New Zealand"-ის ცნობით, წყალში თავდაპირველად 200 დელფინი აღმოჩნდა, მოგვიანებით, წყალში კიდევ 17 დელფინი დააბრუნეს. 

წყალში შესული დელფინები სანაპიროს ახლოს მოძრაობენ, რის გამოც მაშველებს მაინც ეშინიათ, რომ ისინი შესაძლოა, კვლავ აღმოჩნდნენ საფრთხეში.

ცხოველების გადარჩენაში ასობით მოხალისე მონაწილეობდა. დაახლოებით ასმა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, რომ ხმელეთისკენ წამოსული დელფინები შეეჩერებინათ.

ველური ბუნების ფონდის საზღვაო პროგრამის ხელმძღვანელის ცნობით, დელფინებზე შეიძლება სეისმოდაზვერვის ან სამხედრო წყალქვეშა ნავების წყალქვეშა აკუსტიკურმა სისტემამ მოახდინა გავლენა. ასევე,
ეჭვია ცხოველების მოწამვლაზე.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?