საფრანგეთმა დელფინების ტყვეობაში ყოფნა შეზღუდა
საფრანგეთმა დელფინების ტყვეობაში ყოფნა შეზღუდა
საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, სეგოლენ რუაიალისმა გამოსცა დადგენილება, რომელიც დელფინებისა და ვეშაპების ტყვეობაში ყოლას კრძალავს. ახალი ნორმები გასართობი სანახაობების დროს დელფინებსა და მაყურებლებს შორის პირდაპირ კონტაქტსაც კრძალავენ.

4 მაისს მინისტრმა კანონის შედარებით რბილ ვარიანტს მოაწერა ხელი, რომელსაც მკაცრი წესები შექონდა დელფინების ტყვეობაში გამრავლების საკითხში, თუმცა, ახალი ვერსია, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, ამას სრულიად კრძალავს.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, რუალიმ მას შემდეგ გადაწყვიტა, გაანადგუროს წესები, რაც გაიგო ჩვეულ პრაქტიკაზე, რომ ტყვეობაში მყოფ დელფინებს დასამშვიდებლად სედატიურ პრეპარატებს აძლევენ.

ცხოველთა დ
ამცველები ახალ კანონს მიესალმნენ და ამ ფაქტს საფრანგეთისთვის ისტორიული გარღვევა უწოდეს.

დელფინარიუმების მფლობელები კი უკმაყოფილოები დარჩნენ. კანონი მათ დიდი თანხა
უჯდებათ, რადგან აიძულებს, ორნახევარზე მეტ სიდიდეზე გაადიდონ მინიმალური ზომის აუზები. ასევე, კრძალავს აუზში ქლორიანი წყლის გამოყენებას და ცოხველებსა და მაყურებლებს შორის ფიზიკურ კონტაქტს.

მსხვილი ფრანგული დელფინარიუმის სააგენტოს განცხადებით, თუ ეს კანონი გრძელვადიანი იქნება, სავარაუდოდ ყველა დელფინარიუმი დაიხურება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?