გონიოში ზღვამ ახალშობილი დელფინი გამორიყა
გონიოში ზღვამ ახალშობილი დელფინი გამორიყა
გონიოს სანაპიროზე ზღვამ ახალშობილი მკვდარი დელფინი გამორიყა.
ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ლევან ცინცაძემ განაცხადა, რომ დელფინი დაახლოებით 5 კილოს იწონიდა.

ლევან ცინცაძის თქმით, ამ სეზონზე დელფინის გამორიყვის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.

"გონიოში სამშველო ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც სპეციალური შესაფუთი მოგვცა, ძალიან პატარა, ახალშობილი დელფინი იყო სანაპიროზე გამორიყული, 5 კილო თუ იქნებოდა. შევფუთეთ და მოვათავსეთ სანიტარული დასუფთავების მანქანაზე. ამ ზაფხულში ეს მეხუთე შემთხვევაა. უფრო მოზრდილი დელფინებიც მინახავს. წინა შემთხვევის დროს, ერთი დელფინი 100 მეორე – 50 კილო იქნებოდა", – აღნიშნა ლევან ცინცაძემ.
თათა
საწყალი :(:( მიყვარს დელფინები
ABC
მაგ პერიდში ვიყავი მანდ. წვიმიანი ამინდები იყო ღამე და წყალი იყო ამღვრეული. შესავამისად, შეიძლება დედას ჩამორჩა ან რაღაც... საწყალი :(
გიორგი გოგოშვილი
ეს დელფინი მიუხედავად იმისა დაჭრილი ხომ არარის ? ,ცხოველები მხოლოდ მაშინ გამოდიან ნაპირზე როცა იღუპებიან ანრაღაცა აწუხებთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?