დასახელება:
ანა კოპალიანი
მისამართი:
მერაბ კოსტავას ქ. 9
ტელეფონი:
593 73 39 73
სამუშაო დრო:
ორშაბათი
11:00
 / პარასკევი
 / 18:00
საბურთალო.
ზოომაღაზია "ფეთ შოპი" (ცხოველთა სამყარო) (ქსელი) კოსტავას 9
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 18:00-მდე
ტელ. 2995291
ბოლო სიახლეები
შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიმართა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი შიდა ქართლის რეგიონში კახეთისა და შიდა ქართლის სპეციალისტებისთვის გაიმართა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, გორის სოფელ კარალეთში, ვაშლის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპია მოსახლეობის ინფორმირება. ამ მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ბრძოლის მეორე ეტაპი - მონიტორინგი - მავნებლის გავრცელების დადგენაში დაგვეხმარება. აღნიშნულის მიზნით, მსოფლიოში ცნობილი ენტომოლოგები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მესამე ეტაპის - უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი გრეგორას კრავჩიკი და პროფესორი ალან შროდერი უზიარებენ.

„ხაფანგის საშუალებით ვატარებთ მონიტორინგს, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის მავნებელია გავრცელებული რეგიონში. ხაფანგის საშუალებით დაჭერილი მწერის რაოდენობით შევძლებთ გავიგოთ, რა სახის დამატებითი ღონისძიება იქნება ჩასატარებელი მათ წინააღმდეგ. თუ მავნებლის პოპულაცია დაბალია, მაშინ წამლობის ჩატარების აუცილებლობა არ არის. დიდი რიცხოვნობის შემთხვევაში, სასწრფოდ უნდა მივიღოთ ზომები მათი პესტიციდების გამოყენებით გასანადგურებლად”, - განაცხადა გრეგორას კრავჩიკმა.
28.03.2017
ფლორიდაში ღორი-პოლიგლოტი გამოზარდეს
ამერიკულ ქალაქ მაიამიში გასართობ პარკ ”ჯანგლ აილენდში” წარმოადგინეს ვიეტნამური ღორი, რომელმაც 100-მდე სიტყვა
28.03.2017
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
28.03.2017
ვინ ეხმარება ლონდონში გასაჭირში ჩავარდნილ ველურ ცხოველებს?
სწრაფი რუხი ციყვებიდან ყველაზე გამბედავ მელიებამდე - ველური ცხოველები ხშირად ლონდონის ცენტრშიც კი შეიძლება შევამჩნიოთ.
28.03.2017
ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს
30 მოპსი ერთად მართალია, ძალიან საყვარელი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ძვირი
27.03.2017
როცა ქალმა წაიკითხა, თუ რა ეწერა უსახლკარო მამაკაცს მუყაოს ნაგლეჯზე, დაუყოვნებლივ შეჩერდა
ვილმა პრაისი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც გზაზე გაცრეცილი, ჭუჭყიან ტანსაცმელში მდგომი ახალგაზრდა
27.03.2017
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა
გორის ზოოპარკის ბინადარი მიშა გახარებულია - ის ტყუპი ბელის მამა გახდა.
26.03.2017
დედა პანდას პირველი შეხვედრა საკუთარ შვილთან (+ ვიდეო)
პანდას ნაშიერი დაბადებისთანავე მოაცილეს მშობელს, რადგან მას
25.03.2017
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში
24.03.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დიღმის მასივში დაიკარგა ხვადი გერმანული ნაგაზი.
09.01.2017
მალაკნების ბაზრის ტერიტორიიდან დაიკარგა კოკერსპანიელი ჯეკო.
11.01.2017
მთაწმინდაზე დაიკარგა უთბილესი მეტისი ”ყურცქვიტა”.
23.01.2017
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?