"მე ძაღლი ვარ!"
"მე ძაღლი ვარ!"
"მე ძაღლი ვარ! ცოცხალი არსება ვარ, რომელიც სუნთქავს, გრძნობს, სიამოვნებს, უყვარს, სითბოს გამოხატავს და უხარია სიცოცხლე.

მე არ ვარ საგანი! როცა მირტყამენ, მეც მტკივა, ისევე როგორც თქვენ, ადამიანებო! როცა მეფერებიან, მსიამოვნებს, ისევე როგორც თქვენ, ადამიანებო! მე ვგრძნობ ტკივილის, მოფერებას იმიტომ, რომ ცოცხლი არსება ვარ.

მე ძაღლი ვარ! მომწონს თქვენთან თამაში და სეირნობა. ყველაზე მეტად ჩემს ოჯახის წევრებთან ყოფნა მიყვარს - ჩემს ადამიანებთან. არ მინდა არაფერი, გარდა იმისა, რომ ყოველ დღე ჩემს პატრონს თავალებში შევცქეროდე და ვაჩვენო მას ჩემი სითბო და სიყვარული.
მიყვარს მასთან ერთად ძილი, თამაში, სეირნობა.

Zooclub

მე ძაღლი ვარ და ვგრძნობ თქვენს მიმართ სიყვარულს. მე
ის ქმნილება ვარ, ვინც თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.

მინდა, ოჯახის წევრი ვიყო და არა ეზოში მიჯაჭვული არსება, რომელიც ფანჯრის ზღურბლიდან სევდიანად უყურებს თქვენს ანარეკლებს.

მეც თქვენსავით მცივა, მცხელა. თქვენსავით განვიცდი შიმშილსა და წყურვილს იმიტომ, რომ მე საგანი არ ვარ.

როცა მტოვებ, მინდა, რომ გამოგყვე. როცა მარტო ვრჩები, შემიძლია, უსასრულოდ ველოდო შენს დაბრუნებას, იმ დროსაც კი, თუ სამუდამოდ მიმატოვებ, მაინც დაგელოდები.

როცა შენი ხმა მესმის სიხარულისგან შეიძლება თავი ვერ შევიკავო და ათასი სისულელე ჩავიდინო იმიტომ, რომ მე ძაღლი ვარ და მეც მაქვს განცდები, თუმცა, ჩემი ბედნიერება შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ადამიანებო. ვცხოვრობ იმიტომ, რომ ადამიანები მიყვარდეს, მათთან ყოფნა და მათი დანახვა მიხაროდეს, ეს არის ჩემი ბედნიერება.

არ გამაგდო, არ მიმატოვო არ გამიმეტო სიკვდილისთვის. ვგრძნობ და შემიძლია ფიქრიც. ყოველივე ეს ჩემთვის ფიზიკურ ტკივილზე მეტია. ვგრძნობ სიყვარულსაც და სიძულვილსაც. ყოველთვის ვხვდები, როცა მესაუბრები, თუმცა, შენ არ შეგიძლია ჩემი გაგება.

მე ძაღლი ვარ. არ შემიძლია საკუთარ თავზე თავად ვიზრუნო. თუ მიმატოვებ, საკვებისა და ყურადღების გარეშე დამტოვებ, დავიღუპები. თუმცა, ოდესმე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და მე თვალებში ჩაგხედავ, გკითხავ, რატომ გამიმეტე. არ ვარ საგანი და ყველაფერი მახსოვს.

თუ თავშესაფრისთვის გამიმეტებ, ყოველდღე დაგელოდები. ყოველი ფეხის ხმას ყურადღებით დავაკვირდები, შეიძლება ეს ხმა შენ იყო, შეიძლება გადაიფიქრე, შეიძება დაბრუნდი.

თუ ამიყვან უპატრონოსა და მშიერს, შენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება, ყოველთვის შენი ერთგული ვიქნები.

არ მიმატოვო, როგორც არ უნდა შიეცვალოს შენი ცხოვრება, მე ყველგან შენთან ერთად ვიქნები, ოღონდ შენ იყო ჩემს გვერდით.

მე ძაღლი ვარ. მინდა, გავცე და მივიღო სიყვარული. მინდა სიცოცხლე, არ ვარ საგანი. გთხოვ, არ თქვა უარი ჩემზე, მაჩუქე სითბო, სიყვარული. გპირდები, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ. მე ძაღლი ვარ და ვგრძნობ ყველაფერს."

ასევე იხილეთ:

ბელიაშვილის ქუჩის ძაღლი...

არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...

მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..

ტეგები
lali
მართლა შეუძლებელია თუ გული გაქვს და გრძნობა, ეს სტატია ცრემლის გარეშე წაიკითხო. ასეთ დროს მინდა ხოლმე, რომ ეს ყველამ წაიკითხოს, განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოველებს როგორც უსულო საგანს ისე ექცევიან და რაღაც შეიგნონ, სიბრალული და სიყვარული ისწავლონ. მინდა სამყარო შეიცვალოს და ამქვეყნად სასტიკი და ბოროტი ადამიანები აღარ არსებობდნენ. მინდა ყველა ადამიანმა ისწავლოს ცხოველებთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრება. ასე ეს სამყარო უფრო ბევრად ლამაზი და კარგი იქნება
ნანა
ამ არსებებს პირობითად ჰქვიათ ძაღლები, თორემ მათ ადამიანზე მეტი სიყვარული და ერთგულება შეუძლიათ. მე არასდროს მიგატოვებ ჩემო მეგობარო, გპირდები ერთად ვიქნებით, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს.
veronika
ამას ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?