კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
კატა, რომელიც 2 წელი პატრონთან ცხოვრობდა, გარეთ გააგდეს. გაინტერესებთ მიზეზი?
მოსიყვარულე ერთგული კატა, რომელიც დაბადებიდან თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახში იზრდებოდა, პატრონმა ქუჩაში ერთი ხელის მოსმით გააძევა.  მსგავს სიტუაციაში ადამიანებს მიზეზი ყოველთვის აქვთ. ამ შემთხვევაში კი ბინის გამოცვლა იყო, რაც ცხოველის ქუჩაში მიტოვებას არ ამართლებს.

კეთილი ადამიანები, რომლებსაც საცოდავი კატა მიიკედლეს, კვებავენ მას. თუმცა, ბინაში განებივრებული ბინადარი ახლა უკვე ქუჩაში შეშინებული და დათრგუნული ცხოვრობს.

Zooclub

ძუ კატა 2 წლისაა. იგი თბილი, მოსიყვარულე და მშვიდია. ოჯახი, რომელიც მას კვებავს მალე ბინას იცვლის, ამასთანავე, სახლში ცხოველები ჰყავთ, ხოლო ეს ლამაზი არსება სრულიად მარტო რჩება ქუჩაში,
სადაც არც კი იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება.

მას მხოლოდ მოსიყვარულე პატრონი, პატარა კუთხე და ცოტა
საკვები სჭირდება. თუ გინდათ, რომ საუკეთესო ოთხფეხა ბინადარი შეიძინოთ და სიცოცხლე გადაარჩინოთ აიყვანეთ ეს პატარა, თბილი არსება. 

დაგვიკავშირდით: 599026161, 599020283


ტეგები
ჟორა
კატა უნდა იყოს გარეთ და იზრდებოდეს ბუნებაში, როგორც ეს ღმერთს დაუწესებია. სახლში ცხოველის გამოკეტვა არაა სწორი! გგონიათ რომ გამოკეტილი კატა უფრო ბედნიერია? თქვენ უნდა გამოგკეტოთ ეგრე და მერე კასტრაციაც გაკიკეთოთ ადამიანმა ვინც ამ სირობას ემხრობით!
Tbilisi
მიხარია კატო მოვლილი, პუტკუნა როა და კარგად გრძნობს თავს. იმედია ახალი პატრონი რომ გამოჩნდება, ისევე ეყვარებათ ეს კატა, როგორც ახლა უყვართ და უვლიან. მისი ახლანდელი პატრონი ძალიან კრგი და კეთილი ადამინაია!
Katis patroni
კატა მე მყავს ისევ, ისევ ჩუქდება, ოღონდ საუკეთესოზე საუკეესო პატრონზე მხოლოდ:) ძალიან პუტკუნა და ბევრად გალამაზებულია, ვიდრე ამ სურათებში! 599026161, 599020283
Admin
კატას დაიტოვა მეზობელმა, რომელიც უვლიდა.. მას კატო ქვია. იხილეთ მასზე ამ სტატიაში: http://www.zooclub.ge/zuu/ckhovelebis-blogi/2504-2015-tsels-saqarthveloshi-napovni-bedniereba.html
Tbilisi
დაწტრწთ რამე, რითი დამთავრდა ყველაფერი? კარგად არის კატა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?