"ჩვენ სიმბამ გადაგვარჩინა.. მე მაშინ ცხოვრებაში პირველად მივეფერე ძაღლს..."
"ჩვენ სიმბამ გადაგვარჩინა.. მე მაშინ ცხოვრებაში პირველად მივეფერე ძაღლს..."
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან... ასევე განსხვავდება მათი დამოკიდებულება გარემო სამყაროსადმი, ბუნებისადმი.,. ცხოველებისადმი... და ეს იმდენად ჩვეულებრივია, რომ გვავიწყდება ის მოულოდნელობები, რაც ცხოვრების გზაზე შეიძლება შეგვხვდეს.

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამბავს, რომელმაც ადამიანში ძაღლებისადმი ჩამოყალიბებული განწყობა სრულიად შეცვალა.



თეკო მენაბდე:
"აღმოსავლეთ საქართველოში, ერთდღიანი ლაშქრობისას ერთ-ერთ ისტორიულ ციხეზე ასვლა გადავწყვიტეთ. რაღაც მანძილი მანქანით ვიარეთ, იქ მივადექით ძველ არამოქმედ ეკლესიას. იქვე სახლი იყო პატარა, სადაც თეთრწვერიანი კაცი ცხოვრობს კავკასიურ ნაგაზ, სახელად სიმბასთან და კიდევ ერთ პატარა ცანცარა ძაღლთან ერთად. ეს უკანასკნელი ამ ამბავთან არაფერ შუაშია.

მოკლედ, ამ კაცმა გვითხრა ციხემდე ფეხით უნდა ჩახვიდეთ, ხეობას ჩაუყევითო და წავედით ფეხით. ეს სიმბა
იწვა თავისთვის, პატრონმა კი ის პატარა შეაგდო სახლში - ეს გამოგყვებათ და დაიკარგებაო.

გავუყევით ხეობას. ალბათ 10 წუთის სავალი გვექნებოდა გავლილი, რომ უცბად ძაღლის ყეფა შემოგვესმა ძალიან შორიდან, ჯერ არ მივაქციეთ ყურადღება, მერე ერთის კი არა ბევრის უფრო ახლოდან, ბოლოს მივხდით, რომ ალბათ ძაღლების ხროვა გამორბოდა ჩვენკენ. გამახსენდა, მამაჩემი ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ ძაღლის არ შეგეშინდეს და არავითარ შემთხვევაში არ გაიქცე, შეიძლება მოვიდეს დაგსუნოს და წავიდესო.
რაღაცნაირად ავიყვანე თავი ხელში, თან ჩემს მეგობრებზე გადავერთე, მათ უფრო ეშინიათ ძაღლების და წყნარად ვიმეორებდი არ გაიქცეთ, მშვიდად, არ იკივლოთ. უბრალოდ ძალიან ჩქარი და დიდი ნაბიჯებით გამოვეშურეთ და ვგრძნობდი, როგორც კი ეკლესიასთან ავიდოდით, სამშვიდობოს ვიქნებოდი. არადა ძაღლების ხმა უკვე ყურთან მესმოდა.

მოვიხედე და ხეებში პანტერასავით რაღაცას მოვკარი თვალი, დიდი, შავი რაღაც მორბოდა უსწრაფესად. 2 წუთი და სამშვიდობოს ვართ-მეთქი, გოგოები წინ მიდიოდნენ უფრო, მე ჩამოვრჩი და კიდევ მოვიხედე, ალბათ ნახევარ წუთში ზუსტად კვიცის სიმაღლე, შავი, წითელთვალებიანი, კბილებწვეტიანი და ენაგადმოგდებული მგელივით ძაღლი მოგვდევდა, და ამ დროს….. წინ ვხედავ აღმართის თავში სიმბა დგას, აი, ნამდვილი მეფესავით დინჯად იდგა და გველოდა, დაბარებულივით იდგა და გველოდა. როგორც კი გავუსწორდით, ალბათ ის შავი ძაღლი და მისი ხროვა უკვე ორ ნახტომში დაგვეწეოდნენ, მაგრამ სიმბამ ერთი შეუყეფა და უცბად აღარც ძაღლები ჩანდნენ და აღარც მათი ხმა გამიგია. ყველა უცებ გაქრა.. მშვიდად წამოვედით.

Zooclub

სიმბა უკან მომყვებოდა დინჯად. ფოტოც მაშინ გადავუღე. რომ გამისწორდა, გვერდზე დამიდგა და პატრონის სახლამდე ასე მიგვაცილა... და მე მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვეფერე ძაღლს, ხელი გადავუსვი სიმბას და ვუთხარი, შენ რა საყვარელი ყოფილხარ მეთქი. ეს თითქოს იუკადრისა წავიდა და დაწვა თავის ადგილას...

პატრონი რომ გამოვიდა, გაუკვირდა რატომ მობრუნდითო, ვუთხარით, რომ ძაღლები გამოგვეკიდნენ და სიმბამ გადაგვარჩინა. გაოგნებული გვიყურებდა, ალბათ სოფელ-სოფელ რომ დადიან ის უსახლკარო ძაღლები იქნებოდნენ, ხროვად შეიყარნენ და თქვენ გზად გადაეყარეთ. მე სიმბას მივუახლოვდი ისევ, გამაფრთხილა - არ მიეფერო არ უყვარს, ნუ მიაუახლოვდებიო, უკვე მივეფერე-მეთქი და კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა კაცი, უცხოს არ აფერებინებსო. მერე ფოტოები კიდევ გადავიღე, ოღონდ ახლოს აღარ მივედი, ცოტა შორიდან... მოკლედ, საოცრება იყო, ეს ძაღლი იყო ნამდვილი სასწაული.

საუბარში პატრონმა სიმბაზე ერთი ამბავი მოგვიყვა. შარშან ცხვარი დაკარგვიათ თურმე. დაიკარგა სიმბაც. მთელი დღე არ ჩანდა და საღამოს სიმბა და ცხვარი ერთად დაბრუნებულან.

წამოსვლისას მივუახლოვდი სიმბას, მადლობა გადავუხადე. შეეტყო, კომპლიმენტი არ ესიამოვნა, რის მადლობა, მე უბრალოდ ჩემი გასაკეთებელი საქმე გავაკეთეო, - ასე მიპასუხა.

სიმბა ალბათ ყველაზე ჭკვიანი, დინჯი და კეთილი ძაღლია დედამიწაზე."

Zooclub
giorgi
ძალიან მეცნობა ეგ ძაღლი, ადილიც ნაცნობია სადაც ეგ სურათია გადაღებული, მაგრამ რადგან ავტორი არ ამხელს დარჩეს საიდუმლოდ. სიმბა კი მართლაც ჭკვიანი არსებაა .
ეჰ
ჩემი პატარა ბუბუც პატარა ძაღლის პირობაზე საკმაოდ ჭკვიანი იყო
dali-s
მართალია ყველა ძაღლი კეთილი ჭკვიანი და საყვარელია უბრალოდ პატრონები ყავთ სხვა და სხვა ...
dali
ყველა ძაღლი კეთილი ჭკვიანი და საყვარელია და არა მარტო სიმბა....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?