"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი
"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი
"ადამიანები სიკვდილამდე ტოვებენ ანდერძს, რომ თავისი სახლი და მემკვიდრეობა დაუტოვონ მათ,  ვინც უყვართ.

მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე...

ღატაკს, მარტოსულს, მოწყენილს, რწყილიანს დავუტოვებდი ჩემს ბედნიერ სახლს, ჩემს საჭმლის ჯამს, ჩემს რბილ საწოლს და ბალიშს, ჩემს სათამაშოებს და ასეთ საყვარელ მუხლის თავებს, ალერსიანად მომფერებელ ხელებს, სიყვარულით სავსე ხმას, ჩემს ადგილს ჩემი პატრონის გულში.

სიყვარული, რომელიც დამეხმარება სიცოცხლის ბოლო წუთი გავატარო მოსიყვარულე ხელებზე, უმტკივნეულოდ და მშვიდად.

თუ ოდესღაც მოვკვდები, გთხოვ, ნუ იტყვი "აღარასოდეს ავიყვან სხვას, იმიტომ რომ დაკარგვა ასეთი მტკივნეულია", ნახე
აუცილებლად მარტოდ დარჩენილი, ყველასაგან მივიწყებული ძაღლი და მიეცი მას
ჩემი ადგილი შენს გულში...

ეს არის ჩემი ანდერძი..."

Zooclub
nika
მე მომიკვდა 16 წლის ძაღლი მეც 16 წლის ვარ ერთად ვიზრდებოდით რასაც ქვია ეხლაც ძაან ცუდად ვარ ის რომ მახსენდება :( :( და მეშინია თავიდან რომ ავიყვანო ძაღლი ისევ :(
xatuna
უფალმა დაგლოცოთ ვისაც ძაღლი გიყვართ....გაიხარეთ...
xatuna
არ მინდა მაგის გაფიქრებაც კი...რომ ჩემი ძაღლი როდესმე არ მეყოლება..................სულის სიმწარით გვიყვარს მთელს ოჯახს...რაღაცა უაზროდ შეგვაყვარა თავი...2 თვის მოვიყვანე და ახლა 7 წლისაა...ყველაზე საუკეტესო ხორცს და ქათამს ვაჭმევთ...კორმი არასოდეს უჭამია....ჯერ სარეცხი საშუალების გარეშე გარეცხილ თევშზე, საჭმელი არ დამიდვია მისთვის, წყალს ყველა დღე ახალი ერთჯერადი ჭიქიდან ვასმევ ხელით....და ჩვენს საწოლში ძინავს ადამიანივით, მისი ყველა ამოსუნთქვა ვიცი......(ჯერ შვილიშვილები არ მყავს და ალბათ იმიტომ)გა
ნანა
ვაიმე რა საოცრად მეტყველი თვალები აქვს. ჩემი ძაღლიც ტირის ხოლმე ზუსტად ასე, როცა რამეს ცუდს გრძნობს. ჩემო პატარა მეგობრებო, სხვა ძაღლები თქვენს ფიზიკურ ადგილს იკავებენ,თორემ ჩვენს გულებში მუდამ რჩება თქვენი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ტკბილ- მწარე მოგონებები თქვენზე.
lali
საბრალო უპატრონო ცხოველები, მინდა ისეთ დროს მოვესწრო, რომ ყველა მათგანს მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი ყავდეს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?