დღეს მე ადამიანი გადავარჩინე....
დღეს მე ადამიანი გადავარჩინე....
დღეს მე ადამიანი გადავარჩინე... როდესაც ის კორიდორში მოდიოდა და შემცბარი ჩვენს გალიებში იყურებოდა, მისი თვალები ჩემს თვალებს შეხვდა. მომენტალურად მივხვდი, რა უნდოდა. დიახ, მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მე კუდი გავაქიცინე, ცოტა მორიდებით, რომ არ დამეფრთხო.

როდესაც ჩემს გალიასთან შეჩერდა, ვცადე მისგან დამემალა პატარა გუბე იატაკზე. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ დღეს არ გამიყვანეს სასეირნოდ. ხანდახან თავშესაფრის თანამშრომლები ძალიან დაკავებულები არიან და არ მინდოდა, რომ მათზე ცუდი ეფიქრა.

როცა ის გალიაზე მიმაგრებულ ბარათზე ჩემს ისტორიას კითხულობდა, იმედი მქონდა, რომ ძალიან არ დაასევდიანებდა
ჩემი წარსული. წინ მე მხოლოდ მომავალი მაქვს და საუცხოო იქნებოდა ვინმეს ცხოვრება რომ შემეცვალა უკეთესობისკენ.

იგი მუხლებზე დაეშვა და დამიძახა. მე მხრითა და ცხვირით ავეკარი გისოსZooclubებს, რომ დამემშვიდებინა. თითებით მსუბუქად მომეფერა კისერზე - მას ძალიან სჭირდებოდა მეგობარი. ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან. მე თათი ავწიე იმის ნიშნად, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ჩემი გალიის კარი გაიღო და მე მას ხელებში ჩავუხტი…

პირობას გაძლევ დაგიცავ საშიშროების დროს, შენთან ვიქნები მუდამ.

გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რომ ღიმილმა არასოდეს დატოვოს შენი სახე და თვალებიდან არასოდეს გაგიქრეს სიხარულის ნაპერწკალი.

მე ისე გამიმართლა, რომ მან გადაწყვიტა ბეტონის კორიდორი გამოევლო. ისე ბევრნი არიან, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუვლიათ ეს კორიდორი. ჯერ კიდევ იმდენის გადარჩენაა საჭირო. მე ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ერთის გადარჩენა შევძელი.

დღეს მე ადამიანი გადავარჩინე…

Zooclub

teako
ცჰემი ბიმბო ბევრ ადამიანს მირცჰევნია.
ლალი
ჩვენი საზოგადოება როდის მიხვდება იმას, რომ ძაღლისა და ადამიანის მშვიდი თანაცხოვრება აუცილებელია ორივე მხარისათვის. ზოგიერთს ისეთი ზიზღი აქვს ცხოველების მიმართ, ადამიანთა მოდგმა შეგზიზღდება
дина
спасибо тебе мылий пёс
ხატია
გაახილეთ თვალები ადამიანებო! ამათ მართლა შეუძლია ჩვენი გადარჩენა, უკეთესობისკენ ჩვენი შეცვლა, ჩვენთვის საუკეთესო მეგობრობის გაწევა! გაცილებით იმაზე მეტს ვისწავლით მათგან ვდრე ისინ ჩვენგან... აიყვანეთ, წაიყვანეთ თავშესაფრიდან !!! ჩვენ ვჭრდებით ერთმანეთს!!!
keti
უძლიერესადაა გადმოცემული>ზუსტად იგივეს ვპოქრობდი როცა თავშესაფრის ბინადრებს ვსტუმრობდით მე და ჩემი შვილი.სუყველას წამოყვანა უნდოდა;)))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?