"მე მაქსი ვარ და არავის ვუყვარვარ"
"მე მაქსი ვარ და არავის ვუყვარვარ"
"მცხეთაში, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ვცხოვრობ ჩემს დაიკოსთან ერთად... ჩვენ არავის ვუყვარვართ... ხან წიხლებს გვირტყამენ, ხან ქუჩაში გვაგდებენ, ერთხელ ფანჯრიდან ცხელი წყალიც გადმოგვასხეს... მარტო ერთ გოგოს ვეცოდებით, მოდის, გვეფერება, გვაჭმევს და ტირის... სულ ტირის... მის კართან, რომ მივდივარ სახლში ვერ მიშვებს... მეფერება, მაჭმევს და კიდევ ტირის. არ მინდა ვინმე ჩემს გამო ტიროდეს და იტანჯებოდეს...

მინდა, რომ ბედნიერებას გჩუქნიდეთ და გახარებდეთ...

ჩემზე იძახიან, რას ჰგავს ეს უჯიშოო... 

ეს კი, ჩემი დაიკოა.

Zooclub

ჩვენ არც დედა გვახსოვს და არც მამა.

მე მაქსი ვარ!

მაქსი, რომელიც არავის სჭირდება!

ამიყვანეთ, გთხოვთ."

ტელ: 593 26 17 71 ეთო





ტეგები
gabri
მივმართავ მცხეთის გამგეობას და მუნიციპალიტეტს, ამხელა მირონცხებულ და მადლიან ქალაქს ემსახურებით და ერთი მადლიანი საქმე თქვენც გააკეთეთ -პატარა თავშესაფარი გახსენით, დაასაქმეთ ცხოველების მოყვარულები და დააპურეთ უპატრონოდ დარჩენილი უმწეოები!!!
xalxoooooooooooo
ძალიან გთხოვთ ან ტელევიზიებით ან კიდევ ქალაქებში უბან-უბან იარონ ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრებმა და დაიცვან უპატრონო ცხოველები, აგიტაცია ჩაუტარონ ხალხს, რომ მათზე უდიერი მოპყრობაც კი დასჯადია, მარტო მათი სიკვდილით კი არა!!! სად არიან არასამთავრობოები, რომლებსაც ევალებათ ცხოველთა ინტერესების გატარება, რამდენი მოზალადე ადამიანია, რომლებიც პირდაპირ ძალადობენ მათზე, თავსესაფრებში კიდევ რამდენი უნდა შეიფარონ?? ან რამდენი ხნით?? ზოგს საჭმელი ნაგვის ურნაში გადაუყრია და არც ადამიანს გაუწოდებს დახმარების ხელს და მითუმეტეს ცხოველს!!
maksime
შენ თეთრი გული გაქვს რეალობაში მაკსი, ადამიანებს კი ხშირად შავი და ღვარძლით გაძეძგილი გულები აქვთ და ასე სავადაც წაუვათ საქმე!!!
xato
რას გევხარ კია არა, ულამაზესი ხარ "მაქსიკო" თეთრგულა და შავთვალება, რა ცუდი ტონია სითბო და სიყვარული საქართველოში!ევროპაში უნდათ ამ საძგლებს შესვლა და ელემენტარულ საკითხშიც ვერ მივლენ ევროპელებთან, იქ ბავშვებს საბავშვო ბაღებში ცხოველების სიყვარულსა და ზრუნვას ასწავლიან, აქ კი-ეს გოიმი მშობლები სადისტებად ზრდიან თავიაანთ "ნაშიერებს", მერე უბრუნდებიან და ან დედას ან მამას ამოარტყავენ წიხლს და ღირსებიც იქნებიან !!!
ლალი
თქვენ ძალიან ლამაზები ხართ და მახინჯები ისინი არიან, ვინც გცემთ და ცუდად გექცევათ. გისურვებთ საბრალო პატარებო გეპოვნოთ მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი, რისი დიდი იმედი არც მაქვს. ამხელა ქალაქში ერთი გოგო აღმოჩნდა მხოლოდ მადლიანი. გაუძელით პატარებო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?