"მე მაქსი ვარ და არავის ვუყვარვარ"
"მე მაქსი ვარ და არავის ვუყვარვარ"
"მცხეთაში, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ვცხოვრობ ჩემს დაიკოსთან ერთად... ჩვენ არავის ვუყვარვართ... ხან წიხლებს გვირტყამენ, ხან ქუჩაში გვაგდებენ, ერთხელ ფანჯრიდან ცხელი წყალიც გადმოგვასხეს... მარტო ერთ გოგოს ვეცოდებით, მოდის, გვეფერება, გვაჭმევს და ტირის... სულ ტირის... მის კართან, რომ მივდივარ სახლში ვერ მიშვებს... მეფერება, მაჭმევს და კიდევ ტირის. არ მინდა ვინმე ჩემს გამო ტიროდეს და იტანჯებოდეს...

მინდა, რომ ბედნიერებას გჩუქნიდეთ და გახარებდეთ...

ჩემზე იძახიან, რას ჰგავს ეს უჯიშოო... 

ეს კი, ჩემი დაიკოა.

Zooclub

ჩვენ არც დედა გვახსოვს და არც მამა.

მე მაქსი ვარ!

მაქსი, რომელიც არავის სჭირდება!

ამიყვანეთ, გთხოვთ."

ტელ: 593 26 17 71 ეთო





ტეგები
ლალი
ღმერთმა გაახაროს ის გოგო და არ გაიხაროს, ვინც ტქვენ წიხლებს გირტყამთ. ყველას მოეკითხება ამ არაადამიანობვის გამო. ხალხო გეშინოდეთ თქვენი სისასტიკის და ცხოველების ზიზღის გამო. ალბათ გგონიათ ეს სამყარო მხოლოდ თქვენია, მაგრამ ძალიან ცდებით. ყველა დაისჯებით ისევე სასტიკად, როგორც საბრალო მშიერ და უპატრონო ცხოველებს ექცევი. ჩაყარეთ მორჩენილი საჭმელი ნაგავში, ცემეთ ძაღლები, აწქამეწთ კატები და იცხოვრეთ ბედნიერად, თფუი ასეთ საზოგადოებას. მეზიზღება ასეთი ადამიანები, ძალიან გავღიზიანდი ამ სტატიის წაკითხვისას და ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ეს სიტყვები არ ეკუთვნის
manana-s
ელიზბარაშვილმა დროებით შეწყვიტა ლეკვების თავშესაფარში მიღება. უკვე იქაც ძალიან ბევრი ლეკვი ყავთ
მანანა
დიდი ძაღლის გაჩუქება ძნელია, ლეკვი კიდევ შეიძლება. თუ არ გაჩუქდნენ, იქნებ ელიზბარაშვილითან წაიყვანოთ, სანამ ვინმეს რაიმე დაუშავებია მათთვის. ასეთები კი ბლომად გამოჩნდებიან, მით უმეტეს თუ კორპუსის სადარბაზოში ცხოვრობენ.
kaxi
მცხეთაში ერთი ან ორი ადამიანი არ მოინახა ამ ძაღლებს რომ უპატრონოს?
mari
ვაიმეეეეეე, რა საყვარელი და ლამაზია "მაქსიც" და მისი დაიკოც, ხალხო რამ გაგაბოროტათ, როგორ ბედავთ და როგორ ურტყავთ ძაღლს წიხლებს??! სამაგიეროდ ცხოვრება ამოგარტყავთ თქვენ ისეთ წიხლს, რომ მერე მოეგოთ გონს|!! გაიხარე ეთო, შენ კიდევ ღმერთი ათას ლუკმას მოგცემს მაგ დიდი მადლისათვის, დალოცვილმა იარე მთელი ცხოვრება. მეც ეგეთი უჯიშო მეზობლები მყავს თორე წავიყვანდი მაქსის უსათუოდ! გ კ ო ც ნ ი ტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?