წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ
წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ
რას ნიშნავს გადარჩენილი ძაღლი ან ლეკვი? თუ დახმარებიხართ შიმშილისგან შეწუხებულ ძაღლს, თუ ორმოში ჩავარდნილი ძაღლი ამოგიყვანიათ, თუ თავშესაფრის გისოსებიდან ან სასტიკი ქუჩის ცხოვრებიდან დაგიხსნიათ, ის ყოველთვის მადლიერი იქნება მისი, ვინც სიცოცხლის მეორე შანსი აჩუქა და არასოდეს დაივიწყებს ამას.

მას არ შეუძლია ლაპარაკი, თუმცა, თვალებით ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას.
წერილი თქვენი გადარჩენილი ძაღლისგან:

"მე ვიწექი ცივ კიბეზე და ვუყურებდი კედლის ერთ წერტილს. შიმშილის შეგრძნება გამქრალი მქონდა, უბრალოდ მოწყენილი ვიყავი. არც ის ვიცოდი, რატომ ვიყავი ამ ადგილზე და არც ის საიდან მოვხვდი აქ
- თავს ცუდად ვგრძნობდი. როცა დედასთან და და-ძმებთან ვიყავი, მასხოვს თამაში, მზე მახარებდა, ხოლო შემდეგ
ყველანაირი სიხარული გაქრა.

პირველად, როცა ქვა მომხვდა, 1 თვის ვიყავი. შიმშილიც მაშინ ვიგრძენი, როცა დედის რძეს აღარ ვჭამდი. ვხედავდი, როგორ ასეირნებდნენ სხვა ძაღლებს პატრონები, მინდოდა მათთან ყოფნა. მივუახლოვდებოდი, ვეთამაშებოდი, მაგრამ შემდეგ ისევ მარტო ვრჩებოდი.

არასოდეს დამავიწყდება დღე, როცა პირველად შენ შეგხვდი. კარგს აღარაფერს ველოდი, მხოლოდ შიში, შიმშილი და სიცივე იყო ჩემი თანამგზავრი. არც ის წამები დამავიწყდება, როცა ხელში ამიყვანე და გულში ჩამიხუტე, აქამდე ხომ ყველა ცუდად მექცეოდა. პირველად ვიგრძენი ადამიანისგან სითბო. სახლიც პირველად ვნახე და გემრიელი საკვებიც პირველად შენ მომაწოდე.

Zooclub

მადლობა, რომ დღეს მაქვს ჩემი ადგილი და არ მეშინია დაძინების. მადლობა, რომ მჩუქნი სითბოსა და სიყვარულს. მადლობა, რომ მომეცი ნება ვიცოცხლო იმისთვის, რომ ვიღაც მიყვარდეს ამ ქყვეყანაზე. მადლობა შენ, რომ დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი!"

ასევე იხილეთ:

"მე ძაღლი ვარ!"

ჩემს საუკეთესო მეგობარს - "მინდა, ყოველთვის გახსოვდე"

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

gogishvili
სიკეტეს გაუმარჯოოოს
manana-sh
მადლობა სტატიის ავტორს, ეს სინამდვილეა, როგორ მინდა ამ სამზეოზე არ არსებობდეს უპატრონოი არც ადამიანი და არც ცხოველი. ღმერთო, გევედრები, ამისრულე ეს ნატვრა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?