ის დარდობდა, რომ ძაღლი ახალშობილს ზიანს მიაყენებდა. შემდეგ მომხდარმა მისი წარმოდგენა შეცვალა
ის დარდობდა, რომ ძაღლი ახალშობილს ზიანს მიაყენებდა. შემდეგ მომხდარმა მისი წარმოდგენა შეცვალა
"მე და ჩემს ცოლს დაოჯახებამდეც გვყავდა ძაღლები, ხოლო როდესაც ოჯახი შევქმენით, სახლში ჩვენი ძაღლებით დავბინავდით. მისი შინაური ბინადარი პიტბულისა და ლაბრადორის მეტისი ზაკი ვერ მიტანდა. როცა შვილი შეგვეძინა, ვუთხარი ჩემს ცოლს, რომ თუ ზაკი ბავშვს რამეს დაუშავებდა, გარეთ გავაგდებდი.

როდესაც ბავშვი პირველად მოვიყვენეთ სახლში, ზაკი მიუახლოვდა და კუდის ქიცინი დაიწყო. იძულებული გავხდი ძაღლი სხვა ოთახში გამეყვანა, რადგან სულ ახალშობილის სიახლოვეს უნდოდა ყოფნა. ის თითქოს გოგონას დამცველად გრძნობდა თავს. მეტიც, ზაკს ბავშვის გვერდით ეძინა.

როცა ჩვენი გოგონა წამოიზარდა, ზაკი ყოველთვის აცილებდა
საძინებელ ოთახამდე და მის გვერდით წვებოდა. ის გრძნობდა ძილის დროს და ბავშვს კიბესთან ელოდა.

დღე,
როდესაც მეზობლის ბავშვებმა ზაკი მოწამლეს, იყო ყველაზე საშინელი ჩვენს ცხოვრებაში. მე და ჩემი ცოლი ვაკვირდებოდით, როგორ ემშვიდობებოდა და ეფერებოდა ჩვენი გოგონა. ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ხუთი წლის განმავლობაში, პირველი დღე იყო, როდესაც ზაკიმ ვერ გააცილა საძინებლამდე ჩვენი შვილი. მან მე და ჩემს ცოლს საშინელი, დათრგუნული თვალებით შემოგვხედა, თითქოს ბოდიშს იხდიდა, რომ აღარ შეეძლო ჩვენი გოგონას დაცვა.

Zooclub

ამ დროს, ჩემი ძაღლი, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ჩვენი შვილი, მაგრამ ზაკივით არ იყო მასზე მიჯაჭვული, ადგა და მიუახლოვდა მას. მან თათი კიბეზე დადო და გოგონას დააკვირდა, ელოდებოდა... ხოლო შემდეგ ერთად აუყვნენ კიბეს.

შემდეგი 6 წლის განმავლობაში, სანამ სემი დაიღუპებოდა, ჩვენს გოგონას კიბესთან ელოდა და აცილებდა საძინებლამდე ისევე, როგორც ზაკი."

ასევე იხილეთ:

ალკოჰოლიკი დედის მიერ მიტოვებულ ორი წლის ბავშვს მეზობლის ძაღლი კვებავდა

კატა გვერდიდან არ შორდებოდა ოჯახის ახალშობილ წევრს. ის ხვდებოდა, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა

ახალშობილმა ძაღლს ადამიანების სიყვარული ასწავლა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?