ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა
ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა
ძაღლისა და მოსიყვარულე პატრონის ცხოვრება სიხარულით სავსეა და თუ შინაური ბინადარი ავად გახდა, მასზე პატრონი აუცილებლად იზრუნებს, მაგრამ ყველაზე ერთგულ ცხოველსაც კი არ შეუძლია ავადმყოფი პატრონის დახმარება.

ძაღლი სახელად ლაზერი დიდი ხანი იმყოფებოდა სათავსოში, სადაც სიბინძურე და აუტანელი პირობები იყო. მისი მარტოხელა პატრონი სიკვდილის პირას იყო, ამიტომ ლაზერს ყურადღებას აღარავინ აქცევდა.  როდესაც მეზობლებმა მშიერი, მოუვლელი, დაუძლურებული ცხოველი იპოვეს, ის ძალიან ჰგავდა "ნაგვის გროვას".

Zooclub

ლაზერი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრებმა წაიყვანეს ვეტერინართან, ხოლო შემდეგ მისი სხეული "გაანთავისუფლეს" საშინელი 16 კილოგრამამდე ბეწვისგან, რომელიც
წლების განმავლობაში დაუბანელი და შესაჭრელი ჰქონდა.

Zooclub

"ურჩხული" ლამაზ პრინცად გადაიქცა. წლების შემდეგ, მან პირველად იგრძნო
სიმსუბუქე.
შეიძლება ითქვას, რომ ძაღლმა თავიდან ისწავლა სიარული.

Zooclub

მასზე ვირჯინიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია  big Fluffy dog Rescue ზრუნავს. ლაზერი თავშესაფარში დარჩება, იმ დრომდე, სანამ მისთვის მზრუნველ ოჯახს არ იპოვიან.

Zooclub

ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდა, რომ ჯამში მოთავსებული საკვები მისთვის იყო განკუთვნილი.

Zooclub

მომვლელების თქმით, დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ, ლაზერი მაინც მოსიყვარულე და თბილი ძაღლი დარჩა.

ასევე იხილეთ:

ჩვენთანაც ხდება საოცრებები - 12 წლის მიტოვებულმა ნოლამ ყველაზე თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა

კუკიაზე ნაპოვნი ჯუჯა პუდელი - ისტორია, რომლის ბედნიერად დასრულებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ!

აღარავის ჰქონდა ამ ძაღლის გადარჩენის იმედი, თუმცა, სასწაულებიც ხდება...

ასოშეიდეთ პრესსის სააგენტო
სათვალე რომ გაუკეთო - გია ნოდიას მიიღებთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?