3 ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი ძაღლის თავშესაფრიდან აყვანის დროს
3 ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი ძაღლის თავშესაფრიდან აყვანის დროს
თუ ოდესმე ცხოველების თავშესაფარში ყოფილხართ, აუცილებლად ნახავდით, რა დიდი სევდა სუფევს იქ. წარმოიდგინეთ, დღეების, თვეების, წლების განმავლობაშიც კი იმზირები გალიიდან იმ იმედით, რომ ერთ დღეს ვიღაც მოგაკითხავს და წაგიყვანს, თუმცა, ძაღლების უმეტესობა ისე კვდება, რომ მსგავსი სიხარული არ გამოუცდია.

სამწუხაროდ, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ საუკეთესო გამოსავალი არა ძაღლის აყვანა, არამედ ყიდვაა. ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ნუ შეაფასებთ ლეკვს/ძაღლს ისე, თითქოს ის უსარგებლო ნივთია. დამნაშავე უგულო პატრონია, რომელმაც ის გაწირა
და მოხვდა ამ ადგილას. მისი აყვანის შემთხვევაში, მიიღებთ ერთგულ მეგობარსა და მადლიერების გრძნობას.

რომელი ძაღლები ჩუქდებიან თავშესაფრიდან ყველაზე ხშირად?

ჯიში - საბედნიეროდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი
ფაქტორი არაა, მაგრამ ძაღლის აყვანის მსურველებისთვის ჯიში ერთ-ერთი მთავარია. სამწუხაროდ, მეტისს ან შერეული ჯიშის ძაღლს ოჯახის პოვნის შანსი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ჯიშიან ძაღლს.
მეტისი - 30%;
ჯიშიანი - 70%.

გარეგნობა - ისევე როგორც ადამიანები, გარეგნულად ძაღლებიც განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან (იერი, სიმაღლე, ბეწვი და ა.შ.). გამორჩეული გარეგნობის, განსაკუთრებული ბეწვის ან თვალის ფერის მქონე ძაღლს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამუდამო ოჯახი, ვიდრე მასიური შეხედულების ცხოველს.

თამაშის მოყვარული - პოტენციური პატრონების 70% არჩევანს აკეთებს იმ ლეკვზე ან ძაღლზე, რომელიც თამაშობს და ცოცხლად დარბის. ასეთი ცხოველი ყველა ადამიანის გულს მოინადირებს, მაგრამ დააკვირდით ძაღლს/ლეკვს, რომელიც მოწყენილი კუთხეში ზის, მასაც შეუძლია თამაში და სიყვარული, უბრალოდ მომაბეზრებელი ერთფეროვნება მისთვის აუტანელი ხდება, ამიტომ ის მელანქოლიურია.

თავშესაფარში მყოფი ყველაზე მოწყენილი ძაღლიც კი ბედნიერი გახდება მოსიყვარულე პატრონთან, მთავარია,  აჩუქოთ ის სითბო, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონია. ამიტომ, ერთი შეხედვით ნუ შეაფასებთ ძაღლს მისი ჯიშის, ქცევის ან გარეგნობის მიხედვით.

ავტორი: "თავშესაფრიდან ავიყვანე ძაღლი, რომელიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით ან ჯიშით. როდესაც გალიასთან შევჩერდი, ის იჯდა კუთხეში და თავდახრილი, სევდიანი მიყურებდა. მის თვალებში კარგად ჩანდა, რომ სიცოცხლის ხალისი დაკარგული ჰქონდა. ბევრი არ მიფიქრია, ის სახლში წამოვიყვანე. ჩემი "უბრალო" მეტისი დღეს ყველაზე ბედნიერი ძაღლია. ის ბევრს თამაშობს და ყოველდღე მადლიერი თვალით მიყურებს. მე კი მასზე ბედნიერი ვარ, რომ სიცოცხლის სიყვარული დავუბრუნე".

ასევე იხილეთ:

არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...

10 მიზეზი, რომ ძაღლი პატრონის სულის ნაწილია

რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?