ჰასკის ჯიშის ძაღლებმა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინეს (+ფოტო)
ჰასკის ჯიშის ძაღლებმა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინეს (+ფოტო)
"სერიოზული დეპრესია და კლინიკური შფოთი მაქვს. ელიმ და ატლასმა გადამარჩინეს.
მათი სურვილი და მოთხოვნილება, მუდმივად იყვნენ ქუჩაში, გამოიკვლიონ, იმუშაონ და ითამაშონ, მაიძულებდა, ადამიანი გავმხდარიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ ღამე ვისვენებდი, დილაობით დაშლილი ვიღვიძებდი. სხეული და თავი მტკიოდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნისლში.

ამჯერად ელი და ატლასი ჩემი მიზანია, რაც ყოველ დილით ადრე ადგომას მაიძულებს. მათ გამო ყოველთვის ადრე ვდგები, მიუხედავად იმისა, რომ სხეული ლოგინში წოლას მთხოვს.

ელი მაშინ გაჩნდა ჩემთან, როდესაც 13 კვირის იყო.

როდესაც ნორმაზე მეტს ვიწონიდი და ყოველდღიურად ვებრძოდი
ბნელ ფიქრებს.
ის იყო ტერორი... დამანგრეველი, დამოუკიდებელი და წარმოუდგენლად ჯიუტი. დღეების, კვირების, თვეების, წლების განმავლობაში
სწავლების შემდეგ ელი ყველაზე საოცარ ძაღლად და საუკეთესო მეგობრად იქცა.

სიარულს მოვუხშირე, კარგი კვება დავიწყე და ქუჩამ ძალიან დამამშვიდა.
ელის დახმარებით, 27 კილო დავიკელი.

როდესაც სახლში ატლასი მოვიყვანე, მივხვდი, თუ როგორ განსხვავდებოდა ელისგან. ის ძალიან თავისუფალი იყო და აინტერესებდა, რას ვაკეთებდი. ჩვენი თავგადასავლები ჩემს ცხოვრებაში ატლასის გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

პირველ სიმაღლეზე რამდენიმე წლის წინ ავედით და ახლა ჩვენი მიზანი ადირონდაკის (ნიუ იორკი) 46 მთაზე ასვლაა.

დავდივართ ფეხით, ვმოგზაურობთ კარვებით, დაკავებულები ვართ ალპინისზმით, თვითგადარჩენითა და კვლევებით... სხვანაირად უკვე ვერ წარმომიდგენია.
მუდმივად ვეკითხები ჩემს თავს - სად ვიქნებოდი ესენი რომ არ მყოლოდნენ?

შესანიშნავად ვატარებთ დროს ერთად. ნებისმიერ დროს კომფორტულად ვართ.

მათ საპატივცემულოდ უკვე დიდი ხნის წინ გავიკეთე ტატუირება - მთები და ხეები მარჯვენა მხარზე.

ეს ტატუირება ჩვენს მოგზაურობებს გამახსენებს.

მეშინია დღის, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ჩემთან…"

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?